მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკო: “ნეიმარი ბევრად წაადგება “ბარსას”, ვიდრე “რეალს”

დეკო: “ნეიმარი ბევრად წაადგება “ბარსას”, ვიდრე “რეალს”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ბრაზილიური კლუბის, “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს, დეკომ, განაცხადა, რომ “სანტოსის” თავდამსხმელისთვის უკეთესი იქნება არა “რეალში” გადასვლა, არამედ კატალონიურ გრანდში. იტყობინება ვებ-გვერდი Goal.Com.

 

“ნეიმარი “ბარსელონაში” გაცილებით მეტი სარგებლის მომტანი იქნება, ვიდრე მადრიდის “რეალში”. ის უკეთ მოერგება “ლურჯ-ბროწეულისფერთა” სათამაშო სტილს, თან კატალონიურ გრანდში უმაღლესი დონის ვარსკვლავები ასპარეზობენ. საერთოდ, “ბარსელონა” “რეალზე” უკეთესია. ისინი კოლექტიურ ფეხბურთს თამაშობენ და უფრო გვანან ერთმუშტად შეკრულ გუნდს”. დაასრულა დეკომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში