მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ობამა მადლობას უხდის ”ბარსას” საჩუქრებისთვის

ობამა მადლობას უხდის ”ბარსას” საჩუქრებისთვის


აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ აბამამ ”ბარსელონაში” წერილი გაგზავნა, სადაც მადლობას უხდის კლუბს ზაფხულში, თეთრ სახლში ვიზიტის გამო და საჩუქრებისთვის, რომელიც მან ამ ვიზიტის დრო მიიღო.

ესპანეთის ელჩი აშშ-ში, გრეგორი კრაუჩი სამშაბათს ”ბარსელონას” პრეზიდენტს, სანდრო როსელს შეხვდა კლუბის ტერიტორიაზე და მას პრეზიდენტ ობამას წერილი გადასცა. წერილში პრეზიდენტი მადლოაბს უხდის კლუბს ვიზიტისთვის და საჩუქრებისთვის. ობამამ საჩუქრად ”ბარსელონას” 2 მაისური მიიღო.

კრაუჩმა ამერიკაში ”ბარსელონას” პოპულარობა აღნიშნა. მისი განცხადებით პეპ გვარდიოლას გუნდი მთელ მსოფლიოში სარგებლობს ფანტასტიკური რეპუტაციით. ”ამ გუნდის წყალობით სპორტის ეს სახეობა ამერიკაში პოპულარული ხდება. რაც შეეხება ლეო მესის, მას მთელი მსოფლიო იცნობს!”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში