მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუ წელს “ბარსას” დამარცხებას გეგმავს

რონალდუ წელს “ბარსას” დამარცხებას გეგმავს

კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც გუშინ “მარკამ” “პიჩიჩით” დააჯილდოვა, აცხადებს, რომ მიმდინარე სეზონში “რეალი” “ბარსელონას” ჰეგემონიას დაასრულებს.

 

პორტუგალიელი ვარსკვლავი ეწვია ინვალიდი ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრს და გაესაუბრა თავის გულშემატკივრებს. ერთ-ერთმა ბავშვმა, რომელიც აღნიშნულ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს, კრიშტიანუს შეკითხვა დაუსვა: “კრიშტიანუ, თქვენ ხართ ნომერ პირველი ფეხბურთელი, მესიზე უკეთესი, მაგრამ მითხარით… ამ წელს “ბარსას” დამარცხებას შესძლებთ?” “თეთრების” ლიდერმა მცირე ხნიანი ყოყმანის შემდეგ ბავშვს უპასუხა: ‘დამშვიდდი მეგობარო! წელს ჩვენ “ბარსას” დავამარცხებთ!“

 

შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ, რონალდუმ კლუბთან ერთად მხოლოდ ესპანეთის სამეფო თასის მოგება შესძლო. ფინალში დედაქალაქელებმა სწორედ “ბარსელონა” დაამარცხეს, რონალდუს ერთადერთი გოლის წყალობით, რომელიც ამ უკანასკნელმა მატჩის დამატებულ წუთებზე გაიტანა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში