გუშინ მადრიდში გაიმართა ესპანური გამოცემა “მარკას” ყოველწლიური დაჯილდოვების ცერემონია, რომელსაც “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი დაესწრო. ცერემონიაზე “ზამორასა” და “დი სტეფანოს” ჯილდოები გადაეცათ შესამაბისად ვიქტორ ვალდესსა და ლიონელ ანდრეს მესის, თუმცა კლუბის გადაწყვეტილებით, არცერთი მათგანი არ იყო დამსწრე საზოგადოებას შორის.
ვიქტორ ვალდესი “ზამორას” ჯილდოს ზედიზედ მესამე სეზონის განმავლობაში ეუფლება. შეგახსენებთ, რომ “ზამორა” გადაეცემა ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე იმ მეკარეს, რომელიც სეზონის განმავლობაში ყველაზე ცოტა რაოდენობის გოლს გაუშვებს საკუთარ კარში. ამ მხრივ ვალდესი ნამდვილად გამორჩეული იყო. მან 32 მატჩის განმავლობაში მხოლოდ 16 ბურთი მიიღო საკუთარ კარში.
ლიონელ მესიც ზედიზედ მესამე წელია არავის უთმობს ალფრედო დი სტეფანოს სახელობის ჯილდოს, რომელიც ყოველწიურად ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთლს გადაეცემა. ვალდესისა და მესის ნაცვლად, ხსენებული ჯილდოები მიიღო “ბარსელონას” ერთ-ერთმა დირექტორმა, პერე გრატაკოსმა.
რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, გასული სეზონის მიღწევების მიხედვით, ესპანეთის ჩემპიონატში მოღვაწე საუკეთესო მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დასახელდა. ასეთი აღიარება თავად პორტუგალიელი სპეციალისტისთვისაც მოულოდნელობა გახლდათ. შეგახსენებთ, რომ მოურინიოს გაწვრთნილმა “რეალმა” გასულ სეზონში მხოლოდ ერთი თასი, კოპა დელ რეი მოიგო. რაც შეეხება მადრიდელთა უპრინციპულესი მეტოქის, “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელს, იგი “ოფსაიდში” დარჩა მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში გვარდიოლამ გუნდს ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.



