მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურში “ბარსელონამ” მინიმალური ანგარიშით სძლია ხიხონის “სპორტინგს” და გათამაშების ცხრილის სათავეში მოექცა. ჯერ-ჯერობით კატალონიელები ყველა დადებით ასპექტში ლიდერობენ. გარდა იმისა, რომ დაგროვებული ქულების რაოდენობით ისინი ლა ლიგის ცხრილის ლიდერები არიან, ასევე გამოირჩევიან გატანილი გოლებითა და ასისიტებით. ამ ორ უკანასკნელს ლიონელ ანდრეს მესი ლიდერობს. მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლი და ყველაზე ბევრი ასისტია.

 

გუშინდელი შეხვედრა სანახაობრივად ისეთი არ გამოდგა, როგორსაც “ბარსელონასგან” ვართ შეჩვეულები. “კულეები” არასდროს არიან ორიენტირებულები მხოლოდ ანგარიშზე და ისინი საყვარელი გუნდისგან მუდმივ შეტევებსა და უხვგოლიანობას ელიან. თუმცა გამარჯვება გამარჯვებაა და მას 3 მნიშვნელოვანი ქულა მოაქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში