მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბრესანი: “იმის თქმა, რომ “ბარსასთან” “ჩავისვარეთ”, ლამაზი არაა”

ბრესანი: “იმის თქმა, რომ “ბარსასთან” “ჩავისვარეთ”, ლამაზი არაა”

“ბატეს” ნახევარმცველი რენან ბრესანი გაკვირვებულია იმ კრიტიკით, რომელიც თავისი გუნდის მიმართ “ბარსელონასთან” მარცხის შემდეგ ისმის. ფეხბურთელი იმდენად აღშფოთდა გულშემატკივართა კომენტარებით, რომ მან მკვეთრი განცხადება გააკეთა.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია ეს კრიტიკა. “ბატემ” ძალიან ბევრი რამ გააკეთა საკუთარი ქვეყნის ფეხბურთისთვის, გულშემატკივრებისთვის და ამის სანაცვლოთ უამრავი ნეგატიური განცხადებები კეთდება გუნდის მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვთამაშობდით, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ “ჩავისვარეთ” უკვე მეტისმეტია.“

 

“საინტერესოა, კიდევ როდის შესძლებენ ბელურუსიელი გულშემატკივრები ვილიასა და მესის ნახვას? ახლა მხოლოდ “ბატეს” ძალუძს, მათ ამის შანსი მისცეს. ამიტომ კრიტიკა ჩემთვის გაუგებარია. ისეთ გუნდებიც კი, როგორიც მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკოა”, დამარცხებულან “ბარსელონასთან” გამანადგურებელი ანგარიშით.“

 

“რას ვიზამთ, დაე გაგვაკრიტიკონ. დაე “შახტარმა” და “დინამომ” მოუწყონ გულშემატკივრებს ასეთი ზეიმი. არ უნდა იფიქროთ, თითქოს ჩვენ არ გვინდოდა “ბარსელონასთან” მატჩში უმაღლესი ხარისხის ფეხბურთის ჩვენება. სულაც არ ვგეგმავდით 0:5 წაგებას. იმედი გვქონდა, რომ ვითამაშებდით ფრეს, ან წაგების შემთხვევაში არ დავმარცხდებოდით ასეთი დიდი ანგარიშით. სამწუხაროდ ეს არ გამოგვივიდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩვენ გვეშინოდა და “ჩავისვარეთ”, უბრალოდ არ არის ლამაზი. გუნდს ესმის, რომ მოხდა უსიამოვნო ფაქტი და სურს, რომ კონცენტრაცია მოახდინოს, რათა მომავალში ასეთი რამ არ განმეორდეს.” – ციტირებს ბრესანის სიტყვებს Goals.by.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში