გაცნობებთ, რომ ჩვენს საიტზე განახლდა ძრავის ვერსია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვსარგებლობთ ძრავის უახლესი ლიცენზირებული ვერსიით.
რეკონსტრუქციის შემდეგ ცვლილებები ძირითადად შეეხო მართვის პანელს, რაც მომხმარებელთათვით ერთი შეხედვით უხილავი იქნება, მაგრამ განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს ადმინისტრაციის მხრიდან გაწეულ უფრო ხარისხიან მომსახურებას.
რაც შეეხებათ სიახლეებს, რომლებიც უშუალოდ მომხმარებლებს ეხებათ:
1. შეიცვალა კომენტარებში ნავიგაციის სიტემა. ამიერიდან, თქვენ კომენტარების გვერდების ცვლა შეგიძლიათ AJAX ტექნოლოგიის დახმარებით. ერთის მხრივ, ეს შეამცირებს სერვერზე დატვირთვას და მეორეს მხრივ, უფრო ადვილი იქნება კომენტარების ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლა;
2. დამეტბა სიახლეში აღმოჩენილი გრამატიკული თუ ფაქტობრივი შეცდომების გასაჩივრების ფუნქცია. ამიერიდან, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეცდომის დაფიქსირების მიზნით, მონიშნოს ტექსტი, კლავიატურაზე დაჭიროს კომბინაცია CTRL + Enter და გამოტანილ ფანჯარაში შეიყვანოს საჩივრის ტექსტი. საჩივრის გამოგზავნის შემდეგ, იგი ხელმისაწვდომი იქნება ადმინისტრაციისთვის;
3. საიტზე იცვლება ავტორიზაციის საშუალება. ცვლილების განხორციელების დღიდან, საიტზე ავტორიზაცია შესაძლებელი იქნება არა თქვენი სახელით, არამედ ელექტრონული ფოსტით. აღნიშნული ცვლილება გაკეთდა უსაფრთხოების მიზნით. მაშინაც კი, თუ თქვენი პაროლი ვინმემ გაიგო, იგი თქვენი სახელით საიტზე შემოსვლას ვერ მოახერხებს, თუ არ ეცოდინება თქვენი ელეტქრონული ფოსტის მისამართი. აღნიშნული მისამართი კი ხელმისაწვდომია მხოლოდ თქვენთვის. საიტის სხვა მომხმარებლები მას ვერ ხედავენ. იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა ყველა მომხმარებელს არ ახსოვდეს, თუ რომელი ელექტორნული ფოსტის მისამართით არის დარეგისტრირებული ჩვენს საიტზე, აღნიშნული ფუნქცია ჯერჯერობით გააქტიურებული არაა. იგი გააქტიურდება ზუსტად ერთ კვირაში – 8 ოქტომბერს, ღამის 12 საათზე. ამ დროიდან მოყოლებული, ჩვენს საიტზე ავტორიზაცია შესაძლებელი იქნება არა მომხმარებლის სახელით, არამედ ელექტრონული ფოსტის მისამართით.
უახლოეს დღეებში, საიტს დაემატება კომენტარების შეფასების ფუქნცია.
რაც შეეხება დიზაინს – ახალ დიზაინზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
P.S. თუ რეკონსტრუქციის შემდეგ საიტზე რომელიმე ფუნქცია არ მუშაობს, მომწერეთ PM და გავასწორებ.
