ცოტა ხნის წინ “ბარსელონამ” ოფიციალურ საიტზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც დღეიდან “კამპ ნოუზე” უფასო Wifi აღარ იფუნქციონირებს.
ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ “კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის დაწყებამდე (1 ივნისამდე) სტადიონზე დამონტაჟებული სისტემები უნდა გაუქმდეს, რათა ამწეებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.
შესაბამისად, “კამპ ნოუზე” მისული ქომაგები მიმდინარე სეზონში დარჩენილი 2 საშინაო მატჩის (“სოსიედადისა” და “მალიორკას” წინააღმდეგ) დროს უფასო Wifi-ს ვერ გამოიყენებენ.
“ბარსელონა” “კამპ ნოუზე” 2024 წლის ნოემბერში დაბრუნდება, მომავალ სეზონს კი გუნდი “მონჟუიკზე” გაატარებს.

თავიდან სათაური, რომ წავიკითხე მეთქი ძვირი უჯდებათ და ეკონომიკური ბერკეტია, სამუდამოდ აუქმებენთქო😅
არ არის დიდი ტრაგედია ეს ამბავი, მაგაზე მეტი არაფერი გაუჭირდეთ. ყველას აქვს ტელეფონში ინტერნეტი და თუ ხარჯვა არ უნდათ ნუ ჩაძვრებიან ტელეფონებში, თამაშის დროს ფეხბურთელები გაამხნევონ ჯობია.
ასეა, მაგ ინტერნეტის გამო ორი დღის წინ ავტობუსის მძღოლმა დამიძახა: = ქალბატონო ბოლო გაჩერებაა და სად უნდა ჩასულიყავითო! მოკვდა სიცილით ჩემი სახე რომ დაინახა, 6 გაჩერებას გავცდი!!! ::დდდ
კაია იქნებ ეხლა მაინც უყურონ თამაშს 😶 და მარტო გოლზე არ აყვირდნენ 🙂