ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტი, რომლის სახელიც გამუდმებით ასოცირდება “ბარსელონასა” და “რეალთან”, აცხადებ, რომ მესი გენიოსია.
“მესი გენიოსია. მას ვერავინ შეედრება… მას უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომ მეტოქეს გასცდეს.” ბრაზილიელმა იქვე დაამატა, რომ თავადაც სურს ასე თამაში: “ვცდილობ ასე გავაკეთო, მაგრამ…“
ფოტო გადაღებების დროს, რომელიც ყოველკვირეულ გამოცემა Weekly XL-ისთვის ჩატარდა, ნეიმარს სთხოვეს, რომ საკუთარ თავსა და კრიშტიანუ რონალდუს შორის პარალელები გაევლო. ამაზე ბრაზილიელმა ტალანტმა ხუმრობით განაცხადა: “კრიშტიანუს აქვს სტილი, ლამაზი კი ვარ მე.”
