AS-ის ინფორმაციით, რონალდ არაუხოს კონტრაქტი საფრთხეში არაა – ლა ლიგამ მისი ახალი ხელშეკრულების დარეგისტრირებაზე უარი რომც თქვას, ეს არ ნიშნავს, რომ ურუგვაელი გუნდს უფასოდ დატოვებს.
წყაროს ცნობით, არაუხოს კონტრაქტში არ არსებობს პუნქტი, რომლის თანახმადაც ზაფხულში ხელშეკრულების ვერდარეგისტრირების შემთხვევაში ის თავისუფალი აგენტი გახდება. თანაც, კლუბი დარწმუნებულია, რომ რეგისტრაციის პრობლემას მოაგვარებს და რონალდი “ბარსაში” მინიმუმ 2026 წლამდე დარჩება.
ურუგვაელი “ბარსელონას” “ბოსტონ რივერიდან” შემოუერთდა და თავდაპირველად “ბარსა ატლეტიკში” თამაშობდა. 2020/21 წლების სეზონში ის უკვე პირველი გუნდის წევრი გახდა, მაგრამ ნათამაშები მანამდეც ჰქონდა.

ლა ლიგამ მისი ახალი ხელშეკრულების დარეგისტრირებაზე უარი რომც თქვას, ეს არ ნიშნავს, რომ ურუგვაელი გუნდს უფასოდ დატოვებს
ანუ სხვების არ დარეგისტრირების შემთხვევაში ვკარგავთ ჩავის და სხვებს?
ეს თუ დავკარგეთ, ჩათვალეთ კიდე 10 წელი არაფერი გვეშველება