workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესისთვის ბარსელონა განსაკუთრებულია

ლეო მესისთვის ბარსელონა განსაკუთრებულია

ლიონელ მესის “ბარსელონადან” ოფიციალური შემოთავაზება ჯერ არ აქვს, მაგრამ კატალონიურ კლუბს მისი დაბრუნება ძალიან სურს და ტრანსფერზე მუშაობს. 

ჩავი ერნანდესმა უკვე ზუსტად იცის, არგენტინელი როგორ გამოიყენოს და ფიქრობს, რომ ის გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.

პოლ ბალიუსის ინფორმაციით, “ბლაუგრანა” ლა ლიგას გეგმას წარუდგენს, რომ ლეოსა და სხვა სატრანსფერო სამიზნეების დამატება შეძლოს.

“ბარსას” გასახდელ ოთახში ამბობენ, რომ მესის დაბრუნება ძალიან უნდათ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ტრანსფერი შედგეს. “ბარსელონაში” ლეო კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად მიაჩნიათ და ეჭვები არ აქვთ. გუნდში ამბობენ, რომ არგენტინელი სჭირდებათ და მისი დაბრუნება დიდებული იქნება.

“ბარსელონა” მესისთან ახალ ურთიერთობას იწყებს. არგენტინელი ისეთი ადამიანი არ ჩანს, რომელსაც ისეთ ადგილას ყოფნა უნდა, სადაც ის არცთუ ისე ძალიან უყვართ. პარიზისგან განსხვავებით, ბარსელონას ლეოს გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (12)

  • Rick Sanchez
    schedule 13 აპრ 2023, 00:57

    ციტატა: NEYBarca
    მთელი შეტევის ხაზია გასაშვები ლევანდოვსკის გარდა. მოსაყვანია – მესი, ჩუკუეზე, ლეაო, ტურამი, როკე. მარჯვენა ფლანგის მცველად ფრიმპონგი გაასწორებდა და ბუსნელი თუ მიდის ამრაბატი. აი მერე ლიგაც მოსათხოვი იქნება ხავუნიაზე, სხვა ტიტულებთან ერთად 😉

    მბაპეც ხომ არ მოიყვანონ? ხალხო ცოტა რეალისტები იყავით, ფატის და ტორესის ათამაშების იმედზე, რომ არიან ვერ ხედავთ? რაფინიას გაყიდვის შანსი ჰქონდათ 70 მილიონად, მაგრამ ვერ გაყიდეს, რადგან რჩებოდნენ ლევანდოვსკის იმედად, სხვა არავინ ჰყავთ ნორმალური. მაქსიმუმ მესი მოიყვანონ, ისიც თუ ყველას და ყველაფერს გაყიდიან, ეგეც არარეალური ჩანს

  • Giorgi99
    schedule 13 აპრ 2023, 00:33

    alwaysculerr, 😆😆
    და ზებალოსი რომ არის ბოკა ხუნიორსიდან 20 წლის ტალანტი ნეტა რატომ არ აკვირდება ბარსა

  • alwaysculerr
    schedule 12 აპრ 2023, 21:21

    Giorgi99, იმენა ბარსამანიას სასტავი მიგვიყვანონ სტაფში უფრო ხარისხიან ტრანსფერებს გავჩითავთ ვიდრე ესენი ჩალიჩობენ😆

  • cezo45
    schedule 12 აპრ 2023, 20:40

    ციტატა: Nika92
    ბიჭები იცი რა მაინტერესებს ის ხალხი ვინც იჯარით გვყავს გაშვებული და იმის მიუხედავად ხელფას სხვა კლუხი უხდის ზოგს ნაწილობრივ ზოგს კი სრულად მაინც ჩვენს სახელფასო ჭერში ითვლებიან?

    წესით არა, მაგრამ ბარსას პირველი გუნდის ფეხბურთელებს იმხელა ხელფასები აქვთ კონტრაქტში ბართომეუს დროს გაკეთებული რომ გუნდის ბიუჯეტი არყოფნის და ახლა მაგას ჩალიჩობს ლაპორტა რომ შეცვალოს კონტრაქტები და ხელფასების დაკლებაზე დაკეროს ფეხბურთელები თუარადა ისე კაი ტრანსფერებს ვერ აკეთებს

  • Nika92
    schedule 12 აპრ 2023, 20:30

    ბიჭები იცი რა მაინტერესებს ის ხალხი ვინც იჯარით გვყავს გაშვებული და იმის მიუხედავად ხელფას სხვა კლუხი უხდის ზოგს ნაწილობრივ ზოგს კი სრულად მაინც ჩვენს სახელფასო ჭერში ითვლებიან?

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 12 აპრ 2023, 19:24

    ციტატა: cruyff9
    ბერნარდო სილვა მინდა((((((

    როდრი მინდა

  • cruyff9
    schedule 12 აპრ 2023, 18:52

    ბერნარდო სილვა მინდა((((((

  • cezo45
    schedule 12 აპრ 2023, 17:47

    ლეაო, ჯონათან დავიდი, მესი
    აუ მომავალი სეზონიდან ეს ტრიო ლიგაზე ტრანსფორმერები იქნებიან მარა სადაა დატოვებენ ამ დაქლიავებულ შემტევებს და ვიღაც როკეს მოიყვანენ

  • nika 54
    schedule 12 აპრ 2023, 16:58

    ჩავი ერნანდესმა უკვე ზუსტად იცის, არგენტინელი როგორ გამოიყენოს და ფიქრობს, რომ ის გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.
    კარგია მაგდენი თუ იცის, აქამდე ამტკიცებდა რაფინია, ტორესი გააძლიერებენო ბარსას. და როგორ გააძლიერეს კი ვნახეთ, ლეო სეზონზე ჯამში საშუალოდ 30-40 გოლი გაქონდა, თასების ჩათვლით და რამდენი აქვთ გატანილი ჩვენს თავდასხმას მთლიანობაში, ალბათ ყველას ერთად არ ექნებათ ამდენი გატანილი. დაცვა გვყავს(გოლს მაინც არ უშვებენ ყველა მატჩში), ნახევარდაცვა თუ ყველა ფორმაშია ასე თუ ისე რეალთანაც კი თანაბრად იბრძოდა და რა დაგვრჩა? კარში დამრტყმელი რომელიც არ გვყავს. ჟირონასთან თამაშს რო ვიხსენებ ნერვები მეშლება ამდენი ჩაწოდება უაზროთ, ამდენი დარტყმა და ყველა ტრიბუნაზე. მე ვერ წარმომიდგენია ლეო რო კარში ურტყავს ტრიბუნებზე როგორ უნდა გაგზავნოს. ნუ ჯარიმები არ ითვლება ეგ მაინც ლატარიაა.

  • Giorgi99
    schedule 12 აპრ 2023, 16:49

    ჩუკუეზეთი მადრიდის რეალი დაინტერესდა. ისე ესეთ ფასში ამაზე უკეთეს ვარიანტს ვერ ნახავენ. სტამინა აქვს, დრიბლინგი აქვს , სისწრაფე აქვს. ჩემის აზრით ხავის თავში ტვინი რომ ჰქონდეს რაფინიას გაუშვებდა იყიდიან პრემიერ ლიგაში იგივე ჩელსი. ასევე ფერან ტორესს არსენალში. პრემიერ ლიგას თუ მოიგებს არსენალი რატომ უნდა თქვას უარი ფერანმა არტეტას გუნდში გადასვლაზე. მოეყვანათ მესი უფასოდ , ჩუკუეზე 20მილიონი, და პავარი უფასოდ, გუნდოგანი უფასოდ.

  • nikusha
    schedule 12 აპრ 2023, 16:27

    ციტატა: NEYBarca
    მთელი შეტევის ხაზია გასაშვები ლევანდოვსკის გარდა. მოსაყვანია – მესი, ჩუკუეზე, ლეაო, ტურამი, როკე. მარჯვენა ფლანგის მცველად ფრიმპონგი გაასწორებდა და ბუსნელი თუ მიდის ამრაბატი. აი მერე ლიგაც მოსათხოვი იქნება ხავუნიაზე, სხვა ტიტულებთან ერთად 😉

    ციტატა: NEYBarca
    მთელი შეტევის ხაზია გასაშვები ლევანდოვსკის გარდა. მოსაყვანია – მესი, ჩუკუეზე, ლეაო, ტურამი, როკე. მარჯვენა ფლანგის მცველად ფრიმპონგი გაასწორებდა და ბუსნელი თუ მიდის ამრაბატი. აი მერე ლიგაც მოსათხოვი იქნება ხავუნიაზე, სხვა ტიტულებთან ერთად 😉

    ჩუკვუეზეს ვარიანტი მეც ძალიან მომწონს და მხიბლავს თან 2024ში ეწურება კონტრაქტი ვილიარეალთან და მხოლოდ 20 მლნ აფასებენ + 23 წლისაა მხოლოდ.

  • NEYBarca
    schedule 12 აპრ 2023, 15:27