workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას ფიქრობს ლეო მესი ბარსელონას ფეხბურთელებზე?

რას ფიქრობს ლეო მესი ბარსელონას ფეხბურთელებზე?

ბოლო პერიოდში ლეო მესის “ბარსელონაში” დაბრუნებაზე საუბარი განსაკუთრებით გააქტიურდა. Sport-ის ცნობით, “ბარსა” მისთვის 1-წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს და ტრანსფერის სჯერა. 

კატალონიური პრესის ინფორმაციით, არგენტინელი ლეგენდა “ბარსელონას” ფეხბურთელების მიმართ საკმაოდ კარგადაა განწყობილი. 

ლეო დემბელეს ძალიან ნიჭიერ და ტექნიკურ შემტევად მიიჩნევს, რაც ფრანგმა იცის. მათ შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ და ტრავმების დროს “ლა პულგა” უსმანს ყოველთვის მხარს უჭერდა.

მესი გავის კარგად არ იცნობს, მაგრამ მისი ტალანტით აღფრთოვანებულია. არგენტინელმა Kopa-ს ჯილდოზე, რომელიც საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელს გადაეცემა, ხმა სწორედ გავის მისცა.

მესის რონალდ არაუხოს დაცვითი შესაძლებლობები ძალიან მოსწონს. ურუგვაელი ლეოს აფასებს, რადგან როცა პირველ გუნდში დააწინაურეს, ლუის სუარესთან ერთად, მას ლეოც დაეხმარა.

არგენტინელი პედრის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად მიიჩნევს. ისინი თანაგუნდელები მხოლოდ 1 სეზონით იყვნენ, მაგრამ ერთად შესანიშნავი დრო გაატარეს.

“ბარსას” გასახდელ ოთახში მესის ყველაზე ახლო ურთიერთობა სერხიო ბუსკეტსთან, ჟორდი ალბასთან და სერჟი რობერტოსთან აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • me da barca
    schedule 10 აპრ 2023, 13:04

    ანუ ძველ გვარდიასთან.

  • nika 54
    schedule 08 აპრ 2023, 16:20

    ციტატა: mari
    "ბარსას" გასახდელ ოთახში მესის ყველაზე ახლო ურთიერთობა სერხიო ბუსკეტსთან, ჟორდი ალბასთან და სერჟი რობერტოსთან აქვს.
    ================================================
    wink wink ხოდა ვნახავთ ეხლა ლეოს დასაბრუნებლად ხელფასებს თუ შეიმცირებენ პირველი ორი.. რობერტო ისედაც"კაპიკებს" იღებს!


    არ შეიმცირებენ და ნა-უი რუსკი კარაბლისკენ.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 07 აპრ 2023, 22:48

    Balamuti bazari ddd zgaprebi…

  • marco reus 11
    schedule 07 აპრ 2023, 21:16

    დემბელე ნიჭიერი შემტევია შეიძლება ფიფაში

  • Zura Gviniashvili
    schedule 07 აპრ 2023, 16:53

    დაბრუნდეს და 2 სეზონი დარჩეს.. მერე გავაცილებთ როგორც მას ეკადრება და განვაგრძობთ მის გარეშე შენებას

  • Rick Sanchez
    schedule 07 აპრ 2023, 16:40

    ვნახოთ რაა, იმედია დაბრუნდება და ამოგვიყვანს ამ წუმპედან დიადი

  • Iniesta_8
    schedule 07 აპრ 2023, 16:26

    ვაა უკვე მესი რაზე ფიქრობს ეგეც გაარკვიეს ჟურნალისტებმა, ბარემ ეგეც ამოიკითხონ დაბრუნებას აპირებს თუ არა.

  • mari
    schedule 07 აპრ 2023, 16:13

    "ბარსას" გასახდელ ოთახში მესის ყველაზე ახლო ურთიერთობა სერხიო ბუსკეტსთან, ჟორდი ალბასთან და სერჟი რობერტოსთან აქვს.
    ================================================
    wink wink ხოდა ვნახავთ ეხლა ლეოს დასაბრუნებლად ხელფასებს თუ შეიმცირებენ პირველი ორი.. რობერტო ისედაც"კაპიკებს" იღებს!