თუ მედიაში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ინფორმაციას ვენდობით, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ “ბარსელონა” ლიონელ მესის დაბრუნებაზე მუშაობს.
“ბლაუგრანასთვის” არგენტინელის დაბრუნება როგორც სპორტული, ისე ფინანსური თვალსაზრისით იქნება მომგებიანი.
არაბი ჟურნალისტი აშრაფ ბენ აიადი იმ ეკონომიკური სარგებლის ჩამონათვალს გვთავაზობს, რომლებსაც “ბარსა” მესის დაბრუნების შემთხვევაში მიიღებს:
- დიდი მოთხოვნა ლეოს მაისურებზე
- მეტი სპონსორი ყველა კონტინენტიდან
- უფრო მეტი შემოსავალი თითოეული მატჩიდან, მათ შორის, ამხანაგურებიდან
- სრული მოთხოვნა მატჩის ბილეთებზე, “მონჟუიკზე” გადასვლის მიუხედავად
ბენ აიადი იტყობინება, რომ დაბრუნების შემთხვევაში, მესი კვლავ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რაც მასზე მოთხოვნას ერთი ორად გაზრდის.




დააბრუნეთ! ამის გარდა არავინ, რომ არ მოვიდეს არ იქნება დიდი ტრაგედია, პირველ სეზონში ფინანსურად მოგვხოდავს და იქიფ ზაფხულს მაგარ ტრანსფერებს გავაკეთებთ
ბენ აიადი იტყობინება, რომ დაბრუნების შემთხვევაში, მესი კვლავ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს, რაც მასზე მოთხოვნას ერთი ორად გაზრდის.
მე მგონი ამის დაწერა აღარც იყო საჭირო, აბა 30 ნომერს ხო არ აიღებდა,
თან დაბრუნება თან მისი ბოლო ტრებლი ბარსაში😄😄😄
ნეტა დაბრუნდეს 🙏🥰 თან უკან ჩა*** ხალხი აღარ ეყოლება, რომლებიც დერეფანს უკეთებდნენ მეტოქეს.