მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რუდიკი: “… იმიტომ, რომ ცხოვრებაში არ მინახავს უცხოპლანეტელები”

რუდიკი: “… იმიტომ, რომ ცხოვრებაში არ მინახავს უცხოპლანეტელები”

ბელორუსიული კლუბის, “ბატეს”, ნახევარმცველი, ფილიპ რუდიკი, შესანიშნავ განწყობაზეა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გასამართი მატჩის წინ. შეგახსენებთ, რომ მინსკის კლუბი უმასპინძლებს კატალონიის “ბარსელონას”. იტყობინება “უეფას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

 

“ეს ის არის, რაც უნდა იყოს! მე მინდოდა “ბარსელონასთან” შეხვედრა და გამიმართლა, ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ წარიმართა. სხვათაშორის ჩემი მეგობრები ვალში არიან, თუმცა ჯერ მათგან არანაირი საჩუქარი არ მიმიღია. არაუშავს… მატჩზე დასასწრები ბილეთები ჩემს ხელთაა. შემიძლია მათ ეს არ გადავცე. რატომ მინდოდა მაინცდამაინც “ბარსა”? იმიტომ, რომ ცხოვრებაში არ მინახავს უცხოპლანეტელები. ყოველთვის ვამბობდი, რომ არასდროს დავიჯერებდი მათი არსებობის შესახებ ცნობებს, სანამ პირადად არ ვიხილავდი. ისინი სწორედ უცხოპლანეტელები არიან, მოფრინდებიან თავიანთი თეფშით ბელორუსიაში და კვლავ გაფრინდებიან”.

 

“ბიჭებმა ასეთი ტაქტიკა მოვიფიქრეთ, დავარტყამთ აუტში და შემდეგ ვითამაშებთ მატჩის მიმდიანრეობის შესაბამისად. მთავარია და შევძლოთ მათ ნახევრამდე ბურთის ატანა, შემდეგ გადასვლა მათ მხარეს და კართან რას გავაკეთებთ ამას ხვალ(დღეს) ვიხილავთ. “ბარსას” შეზღუდვას მთელი 90 წუთი არ ვაპირებთ. ერთ რამეს კი შეგპირდებით, საინტერესო თამაში იქნება. რაც შეეხება ანგარიშს… ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება. შეიძლება “ბარსელონამ” არ დაგვაფასოს, რაც ჩვენს სასიკეთოდ წარმართავს მატჩს. ვნახავთ, რა შეგვიძლია ასეთი გიგანტის ფონზე. ბოლომდე ვიბრძოლებთ”. დაასრულა ფილიპ რუდიკმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში