მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ზამთარში “ბარსა” კეჰილის დამატებას შეეცდება

ზამთარში “ბარსა” კეჰილის დამატებას შეეცდება

 

“ბოლტონის” მცველს კონტრაქტი 2012 წლის ივნისში უმთავრდება და მისი ყიდვა უკვე ამ წლის ზამთარში შეიძლება. უკვე რამდენიმე კვირაა გარი კეჰილის სახელს   “ბარსელონას” უკავშირებენ, ინგლისური პრესა აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას “ბარსა” შეეცდება მის გადაბირებას.

”  Daily Star ” ცნობით, გვარდიოლმა უკვე მიიღო ფეხბურთელზე დაკვირვების შედეგები და კატალონიელები ყველა იმ დეტალს ამუშავებს, რაც ინგლისელი მცველის შესაძენადაა აუცილებელი.
  კეჰილს კონტრაქტს არ უხანგრძლივებენ და ამიტომ ეცდებიან ზამთარში გაყიდონ, რათა ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით არ წავიდეს სხვა გუნდში. ინგლისში ირწმუნებიან, რომ “ბლაუგრანა” 25 წლის მცველში 11 მილიონ ევროს გადაიხდის.
  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში