მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გარდაიცვალა “ბარსას” ლეგენდა ხესუს პერედა

გარდაიცვალა “ბარსას” ლეგენდა ხესუს პერედა

კატალონიის “ბარსელონას” ნამდვილი ლეგენდა ხესუს პერედა გარდაიცვალა სამშაბათს 73 წლის ასაკში. სიკვდილის მიზეზად კიბოა დასახელებული. იგი კლუბის წევრი იყო 1961 წლიდან 1969 წლამდე. მან 316 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 110 გოლის გატანაც მოახერხა “ბლაუგრანაში” გატარებულ 8 სეზონში.

 

პერედა დაიბადა ესპანეთში, კერძოდ მედინა დე პომარში 1938 წლის 15 ივნისს. მან თავიდან ერთი წელიწადი მადრიდის “რეალში” გაატარა, შემდეგ “ვალიადოლიდშიც” იგივე დროის მანძილზე დარჩა და შემდეგ კი ორ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი “სევილიასთან”. ბოლოს უკვე იპოვა გუნდი, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე ეძებდა-“ბარსელონა”. პერედამ ერთი სეზონი “საბადელში” გაატარა და 1972 წელს “მალიორკაში” დაასრულა საფეხბურთო კარიერა.

 

კარიერის დასრულების შემდეგ, პერედამ არ დაანება ამ სპორტს თავი და მწვრთნელობდა ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს. თავის დროზე იგი თავადაც თამაშობდა ნაკრებში და 15 შეხვედრაში 6-ჯერ აიღო მეტოქის კარი. ყველაზე დიდი მიღწევა იყო 1964 წელს, როცა მან პირველი გოლი გაიტანა და ფინალში გააკეთა საგოლე გადაცემა “საბჭოთა კავშირის” წინააღმდეგ.

 

ხესუს პერედა ყოველთვის ემახსოვრებათ “კამპ-ნოუზე” არამარტო მისი ბრწყინვალე თამაშის გამო, არამედ მისი ადამიანობის და სიკეთის განსახიერების გამო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში