კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა პატრიკ კლაივერტმა ისაუბრა ხოსეპ გვარდიოლას და საერთოდ კლუბის შესახებ Ona FM რადიოსთან.
“გვარდიოლა ბრწყინვალე ადამიანია. მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც შევხვდით ერთმანეთს. არ ვარ გაკვირვებული იმით, რასაც პეპმა მიაღწია და აღწევს ჩემს საყვარელ გუნდთან ერთად. მე ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც დავესწარი “უემბლიზე”. როცა “ბარსამ” “მანჩესტერს” 3:1 მოუგო და დაიყვირეს ვინც მადრიდისტა არაა ახტესო, იმ სიმაღლეზე ავხტი, რომ ჩემს ცხოვრებაში არასოდეს მისკუპია ასე, მაგრამ სიმართლე გითხრათ ეს თემა არ არის რადიოში სალაპარაკო (იცინის).” -განაცხადა კლაივერტმა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” 1998 წლიდან 2004 წლამდე გამოდიოდა და 182 ჩატარებულ შეხვედრაში 90-ჯერ მოახერხა მეტოქეების კარის აღება.
