მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბატე”-“ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

“ბატე”-“ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა დღევანდელი შეხვედრის შესახებ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ეგიდით გაიმართება, სადაც მისი გუნდი ბელორუსიულ “ბატეს” დაუპირისპირდება.

 

-როგორია თქვენი დამოკიდებულება დღევანდელი მატჩთან “ბატეს” წინააღმდეგ?

-ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე სავსეა მოულოდნელობებით. ფლეი-ოფში, თუ მოახერხებ და მოიგებ ორ შეხვედრას, შემდეგ ეტაპზე გადიხარ, აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა. თითოეული დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ქულების მოსაპოვებლად ჩამოვედით და იმედია ავისრულებთ წადილს.

 

-გამოიკვლიეთ რაიმე გზით თქვენი მოწინააღმდეგე?

-რა თქმა უნდა. ეს ჩვენი დავალებაა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ესპანეთში ბელორუსიის ჩემპიონატს ტელევიზორით არ გადმოსცემენ ამიტომ ვერ მოვახერხეთ ბევრი თამაშის ყურება, მაგრამ “შტურმთან” მატჩი როგორ ჩაატარა “ბატემ, ეს ვიდეო ჩანაწერით ვნახეთ და ერთი შეხვედრის ცქერა კიდევ პირდაპირ ეთერში მაინც მოვახერხეთ. უკვე ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ.

 

-“ბარსელონა” ოცნების გუნდია. თქვენ კი-მათი მწვრთნელი. ყველა და ყველაფერი “ლურჯ-ბროწეულისფერებზე” და გვარდიოლაზეა დამოკიდებული. თქვენ თავად ვიზე ხართ დამოკიდებული?

-ჩვენ ვიღაც გვიყურებს და გვაკონტროლებს, რათა განვაგრძოთ განვითარება და მსოფლიოს გაოცება ჩვენი თამაშით.

 

-როგორ მოხდა ასეთი რაღაც, როცა გუნდს გულშემატკივართა დიდი რაოდენობა ელოდებოდა აეროპორტის გასასვლელში, თქვენ კი შავი გასასვლელით დატოვეთ “მინსკ-2” (აეროპორტი)?

-რა გვექნა. ნამდვილად არ გვინდოდა სიტუაცია დაძაბულიყო. მითუმეტეს ჩვენ მოცემული მარშრუტით მოვძრაობდით და იქ წავედით, სადაც გვითხრეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში