მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიბერი: “ბაიერნი” ნელ–ნელა თამაშის დონით “ბარსას” უახლოვდება”

რიბერი: “ბაიერნი” ნელ–ნელა თამაშის დონით “ბარსას” უახლოვდება”

 

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება და დედაქალაქელები ნელ–ნელა კატალონიის “ბარსელონას” უახლოვდებიან თამაშის დონით.

 

“ბარსელონა” უდიდესი გუნდია. კატალონიელები საუკეთესოები არიან მსოფლიოში, თუმცა “ბაიერნი” ნელ–ნელა მათ უახლოვდება. ჩვენ ამ ბოლო ხანებში ძალიან მოვუმატეთ თამაშს და სულ მალე “ბლაუგრანას” დონემდეც ავალთ. მიუნხენში დიდი ხანია გამოვდივარ და წლევანდელი გუნდი ყველაზე ძლიერია, რომელშიც კი ოდესმე მითამაშია. იმედი მაქვს ამ სეზონში მოვახერხებთ ტიტულების მოპოვებას.” –ციტირებს ფრანგი ნახევარმცველის სიტყვებს Sport Bild.

 

შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში