“ბარსელონა” შემოსავლის გაზრდის მიზნით ზაფხულში ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას გეგმავს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართი ყოველწლიური ამხანაგური ტურნირის გარდა, “ბარსა” ავსტრალიაში, იაპონიაში ან ჩინეთში თამაშსაც განიხილავს.
იმავე მიზნით, “ბლაუგრანამ” შარშან სიდნეიში ავსტრალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდის წინააღმდეგ ითამაშა და 5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
ავსტრალიაში ან აზიაში თამაში სეზონის დასრულებისთანავე განიხილება, პრე-სეზონს კი კლუბი აშშ-ში გამართავს.

ღამის სამზე იქნება თამაშები ანუ
ეხლა იმდენსაც ნუ იფრენენ და ითამაშებენ რო სეზონის დასაწყისს უკვე დაღლილები შეხვდნენ.
გამართონ ამხანაგურები და გაყიდონ მერე თამაშები, იქნებ რამე სერიოზული ტრანსფერი დავდოთ მაგით😂😂😂, ხუმრობა იქეთ იყოს დ ამერიკაში ჩატარებული ორესეზონის დედა ვატირე, მაგის გამო ვათენებდი ღამეებს