ჟერარ რომეროს ინფორმაციით, გუშინ, სერხიო ბუსკეტსის აგენტი, ჟოზეპ მარია ორობიტგი სიუტატ ესპორტივაზე მატეუ ალემანისა და ჟორდი კრუიფს შეხვდა.
სერჟი რობერტოს კონტრაქტის გახანგრძლივებისას ორობიტგმა და “ბარსელონამ” კაპიტნის ახალ ხელშეკრულებაზე უკვე ისაუბრეს.
გუშინდელ შეხვედრაზე “ბარსას” ხელმძღვანელობა აგენტს დაჰპირდა, რომ ბუსკეტსს შეთავაზებას ამ კვირაში გაუკეთებენ. Sport-ის ცნობით, კონტრაქტი 1-წლიანი იქნება, რომელიც, შესაძლოა, გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების შემთხვევაში კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს. ახალი ხელშეკრულებით სერხიოს ანაზღაურება ძალიან დაბალი იქნება, დაახლოებით, €7 მილიონი.
ბუსკეტსს მალე საშუალება ექნება, კატალონიური კლუბის შეთავაზება განიხილოს. მას სურს, საკუთარი მომავალი რაც შეიძლება მალე გადაწყვიტოს. სერხიოს, რომელსაც არცისე დიდი ხნის წინ წასვლა უნდოდა, ახლა დარჩენისკენ იხრება, რადგან ჩავისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ესმის, რომ კლუბი იძულებულია, მას ხელფასი დაუკლოს.
აღსანიშნავია, რომ ბუსკეტსს შემოთავაზება ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საუდის არაბეთიდანაც აქვს, თუმცა ოფიციალური წინადადებით არცერთს გუნდს მიუმართავს.




ერთი წლით უნდა დარჩეს, აშკარად ფორმაშია და დე იონგთან იდეალურ ტანდემს კრავს
ეს ძალიან ერთგულია გუნდის და არა მგონია იუკადრისოს ხელფასი, რომელიც კვარას ხელფასის მომატების შემდეგაც კი თითქმის 3-ჯერ მეტი იქნება.