მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაახანგრძლივებს აბიდალი თუ წავა?

გაახანგრძლივებს აბიდალი თუ წავა?

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის, ერიკ აბიდალის მომავალი ბინდით არის მოცული. არავინ იცის რას იზამს ფრანგი მცველი, წავა სხვა კლუბში, თუ დარჩება იქ, სადაც არის?!

 

“ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ უკვე შესთავაზა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი, რომელიც მოიცავს კიდევ ორ წლიან გარანტირებულ თამაშს “ბარსაში”; ხოლო თუ ამ ხნის მანძილზე ერიკმა კვლავ ასეთ დონეზე განაგრძო თამაში, მაშინ დამატებით ერთი წელი კიდევ დატოვებენ.

 

ამის მიუხედავად, აბიდალზე ნადირობას განაგრძობს “პსჟ”. ფრანგულმა კლუბმა მცველს ძალიან საინტერესო წინადადებით მიმართა და მაღალ ხელფასსაც ჰპირდება. თავად ერიკი ძალიან აფასებს კატალონიელებს, რადგან ისინი ბოლომდე გვერდში ედგნენ, როდესაც მას კიბო აღმოუჩინეს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. თუმცა ჯერჯერობით მაინც ვერ გადაუწყვეტია, დარჩეს თუ წავიდეს…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში