კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ ისაუბრა 3-4-3 ტაქტიკაზე, რომელსაც ამ ბოლო დროს მისი გუნდი ხშირად ხმარობს. ესპანელი მცველის აზრით სამი უკანდახეული მოთამაშე საკმარისია კარის მშრალად შესანახად.
“ეს ტაქტიკა ძალიან კარგია. როცა მოედნის ცენტრში ერთით მეტი ფეხბურთელია, მოწინააღმდეგე გუნდი ვერ ახერხებს ლაღად თამაშს. დაცვაში კი ნამდვილად არ გვიჭირს, იმიტომ, რომ “ბარსელონას” მაღალი დონის დამცველები ჰყავს. იმედი მაქვს გავაგრძელებთ წარმატებით გამოსვლას და მოვიპოვებთ ტიტულებს.” -ციტირებს პიკეს სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” სწორედ 3-4-3 წყობით ეთამაშნენ “ატლეტიკოს” პრიმერა დივიზიონის მე-5 ტურის შეხვედრაში და 5:0 გაანადგურეს მეტოქე.
