“ბატეს” მთავარმა მწვრთნელმა, ვიქტორ გონჩარენკომ მედიის წარმომადგენლებს თავისი მოსაზრება გაუზიარა ოთხშაბათს გასამართი მატჩის შესახებ, სადაც ერთმანეთს “ბატე” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან.
“ცხადია, “ბარსელონა” ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია ჩემპიონთა ლიგის მოგებისა, მაგრამ დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. არავის ეპარება ეჭვი, რომ “ბარსელონასთან” პაექრობა ძნელია, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ჩვენი კონკურენტების დატვირთულ გრაფიკს. შესაძლოა, ისინი დაიღალნონ.“
“ერთადერთი გზა “ბარსელონას” ფანტასტიკურ თამაშთან გამკლავებისა, არის ორგანიზებულობა. ეს იქნება სერიოზული გაკვეთილი და მნიშვნელოვანი ტესტი ჩვენი გუნდისთვის.” – ციტირებს გონჩარენკოს სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.
შეგახსენებთ, რომ “ბატესა” და “ბარსელონას” შორის მატჩი ოთხშაბათს, 22:45 საათზე გაიმართება.
