ანსუ ფატიმ ფრანკ კესიეს მოუბოდიშა

ანსუ ფატიმ ფრანკ კესიეს მოუბოდიშა

“რეალ მადრიდთან” კოპა დელ რეის ნახევარფინალში გამართულ მატჩში ანსუ ფატიმ ფრანკ კესიეს გოლის გატანაში ხელი შეუშალა.

კოტ-დ’ივუარელის დარტყმული აშკარად კარში გადიოდა, თუმცა ბურთი ხაზთან ახლოს მდგომ ფატის მოხვდა და მადრიდული გუნდი მე-2 გოლს გადარჩა. 

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ანსუმ კესიეს მოუბოდიშა. ეს უკანასკნელი თავდაპირველად ძალიან გაბრაზდა, მაგრამ შემდეგ მომხდარი მალევე დაივიწყა.

ანსუსა და ფრანკს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. აფრიკელი ნახევარმცველი ფატის პატარა ძმად მიიჩნევს და რჩევებს აძლევს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • alen halilovic
    05 მარ 2023, 16:38

    ციტატა: nika 54
    მერე ძმას მითუმეტეს პატარას ხანდახან კისერში წამორტყმა ძალიან შველის. ფატის ნამდვილად არ აწყენდა. ისე კარის ხაზთან რა უნდოდა ვერ ვხვდები, ოფსაიტიც არ იყო?


    ფატიმ გაუთავისუფლა სივრცე კესის, ძალიან კარგადაც, ასე არ არის? ზუსტად მანდ უნდა ყოფილიყო. უბრალოდ თავში არეული რომ აქვს რაღაცეები ამიტომ როგორც კი კარგი რაღაც გააკეთა, ეგრევე მომენტს გამოეთიშა და ვეღარ მოასწრო რეაგირება

  • Albicelecte
    05 მარ 2023, 15:57

    ციტატა: nika 54
    მერე ძმას მითუმეტეს პატარას ხანდახან კისერში წამორტყმა ძალიან შველის. ფატის ნამდვილად არ აწყენდა. ისე კარის ხაზთან რა უნდოდა ვერ ვხვდები, ოფსაიტიც არ იყო?


    აფსაიდი არ იყო, მოხვდა ბურთი და შეეცადა, რომ კარში გადაეგზავნა;
    ლევანდოვსკისაც მოსვლია ეგეთები და ვის არ მოსვლია;
    ერთადერთი ვისაც ეგეთები არ მოსდიოდა კი იცით ვინცაა და ამბობენ, რომ დაბრუნებას აპირებსო და ვნახოთ innocent

  • nika 54
    05 მარ 2023, 15:33

    მერე ძმას მითუმეტეს პატარას ხანდახან კისერში წამორტყმა ძალიან შველის. ფატის ნამდვილად არ აწყენდა. ისე კარის ხაზთან რა უნდოდა ვერ ვხვდები, ოფსაიტიც არ იყო?

  • Rick Sanchez
    05 მარ 2023, 15:24

    ზაფხულამდე რამეს თუ იზავს ხო კაი, თუ არა და გააგდონ

  • M10 S9 D11
    05 მარ 2023, 14:43

    გასაყიდია ზაფხულში ყნდა გაიყიდოს ეს და კიდე სხვა ბევრი

  • ROUCH
    05 მარ 2023, 14:28

    კესიეს გამოხედვა და ხელები თავზე ვაიმე რამხელა ყ₾ეას ამობს მაგ მომენტში

  • JustBarcaLover
    05 მარ 2023, 13:21

    რჩევები კი არა ფსიქოლოგი თუ უშველის ეხლა ფატის… მაგრა მიტყდება რო ქრება ამხელა ტალანტი