მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რექსაჩი: ”რაც არ უნდა ილაპარაკონ, პრიმერა 2 გუნდის ჩემპიონატია”

რექსაჩი: ”რაც არ უნდა ილაპარაკონ, პრიმერა 2 გუნდის ჩემპიონატია”

”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, კარლეს რექსაჩმა ისაუბრა მადრიდის ”რეალის” შესახებ და დარწმუნებით განაცხადა, რომ ჩემპიონობისთვის მხოლოდ მადრიდული კლუბი და ”ბარსელონა” იბრძოლებს.

”რა თქმა უნდა არ შეიძლება იმის თქვა, რომ ”რეალს” კლასი არ ყოფნის, მაგრამ ჯერ ისინი შორს არიან იმ ფეხბურთისგან, რომელსაც დიდი გუნდები აჩვენებენ. მადრიდელები პატარა გუნდივით თამაშობენ. იმ ფეხბურთელებით, რომლებიც მათ ყავთ უფრო მეტად უნდა ეჭიროთ ბურთი და ნაკლები აგრესია გამოაჩინონ”.

”არ აქვს მნიშვნელობა, რას ლაპარაკობს ხალხი. ცხადია, რომ პრიმერა 2 გუნდის ჩემპიონატია. მიუხედავად ამისა ”ვალენსიამ” სეზონი ძალიან კარგად დაიწყო. პროგნოზების გაკეთება ჯერ კიდევ ადრეა. მოდით დავიცადოთ, სანამ ჩემპიონატის მესამედი გავა” – კარლეს რექსაჩის სიტყვებს ”Goal.com” – ციტირებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში