”ბარსას” მწვრთნელმა ”ატლეტიკოს” თამაში და მწვრთნელის, გრეგორიო მანსანოს მუშაობა შეაქო. პეპი დამწუხრებული იყო იბრაჰიმ აფელაის ტრავმის გამო და ამასთანავე მოხარული იყო ხერარდ პიკეს დაბრუნებით.
”ვალენსიასთან” მატჩამდე გამართული პრეს-კონფერენციის მსგავსად პეპმა განაცხადა, რომ გულშემატკივრებს ”ნოუ კამპზე” ნამდვილი სპექტაკლი ელით: ”ადამიანები, რომლებიც ”კამპ ნოუზე” მატჩს დაესწრებიან ფანტასტიკურ ფეხბურთს იხილავენ”. პეპმა მისი მოსაზრება მანსანოს გუნდის კარგი თამაშით გაამყარა: ”ეს გუნდი საერთოდ არ გავს წინ წლების ”ატლეტიკოს”. გუნდს მანსანოს ხელი ეტყობა. ისინი კარგად თამაშობენ ფეხბურთს და არა მხოლოდ კონტრშეტევებზე. ისინი კარგად გაძლიერდნენ და ახლა მზად არიან როგორც სახლში, ასევე სტუმრად სათამაშოდ”.
პიკე და აფელაი
გვარდიოლა მოხარული ხერარდ პიკეს დაბრუნებით: ”ეს ძალიან კარგი სიახლეა. ის უმაღლესი დონის ფეხბურთელია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, მაგრამ ჩვენ მის გარეშეც ვახერხებდით თამაშს, როგორც შარშან პუიოლის გარეშე”.
მწვრთნელი ძალიან წუხს აფელაის რთული ტრავმის გამო: ”ეს ტრაგედიაა, რადგან ის ძალიან მგრძნობიარე ბიჭია. თავდაპირველად ის ძალიან შეშინებული იყო, რადგან ეს მისთვის პირველი სერიოზული ტრავმაა. ახლა ის უკეთაა, მაგრამ მასთან ერთად უნდა ვიყოთ და გავამხნევოთ. ეჭვგარეშეა, რომ სეზონის ბოლოს ის ძალიან დაგვეხმარება”.
სეზონის კარგი დასაწყისი
მიუხედავად სამი ფრისა გვარდიოლამ სეზონის სტარტი წარმატებულად შეაფასა: ”არაფერია ცუდი იმაში, რომ სეზონს სუპერთასებზე გამარჯვებით დაიწყებ ისეთი გუნდების წინააღდმეგ, როგორებიც ”რეალი” და ”პორტუ” არიან. ჩვენ დავუშვით შეცდომები, რადგან ამაზე შედეგები საუბრობენ. სეზონის დასაწყისში მოწინააღმდგეებმა ბევრი სიურპრიზი შეიძლება შემოგთავაზონ”.
ურთიერთობა ტიტოსთან
გასულ შაბათს დაფიქსირდა კადრი, სადაც პეპ გვარდიოლამ ძალიან თბილი და მეგობრული ჟესტი გაუკეთა ტიტო ვილანოვას. პეპმა აღნიშნა, რომ მას ამით მადლობა გადაუხადა რჩევისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო: ”ტიტოს ბევრი რამისთვის უნდა გადავუხადო მადლობა. ეს რო გამოვხატო მთელი დღე გადახვეულები უნდა ვიყოთ. იმ ჟესტში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა ეს უბრალოდ დეტალია”.



