– ”ნოუ კამპზე” ეს კლუბები ერთმანეთს 74-ჯერ შეხვდნენ. ”ბარსამ” 44 გამარჯვება მოიპოვა, ”ატლეტიკომ” 17, ფრედ კი 13 შეხვედრა დასრულდა.
– უკანასკნელად მადრიდელებმა ”ნოუ კამპზე” გამარჯვება 2006 წლის 5 თებერვალს მოიპოვეს. შეხვედრა 1:3 დასრულდა. ფერნანდო ტორესმა დუბლი შეასრულა.
– ამჟამად ”ატლეტიკოს” 7 ქულა აქვს. გუნდმა 2 გამარჯვება მოიპოვა, ერთხელ ფრედ ითამაშა და ერთი შეხვედრა წააგო. ”ბარსელონას” კი 2 გამარჯვებისა და 2 ფრის შემდეგ 8 ქულა აქვს.
– გვარდიოლას ეპოქაში ”ბარსელონამ” ”ატლეტიკოს” კარში 14 გოლი გაიტანა, ხოლო საკუთარ კარში 3 მიიღო.
– მესიმ ”ატლეტიკოსთან” ჩატარებულ 10 მატჩში 11 გოლის გატანა მოახერხა.
– დღეს ღამით ”ნოუ კამპზე” გოლედორების დუელი შედგება: რადამელ ფალკაოს და ლეო მესის ანგარიშზე 5-5 გოლია ესპანეთის ჩემპიონატში.



