მადრიდის “ატლეტიკოს” მეკარე ჯოლ რობლესმა თვლის, რომ მის გუნდს შესწევს კატალონიის “ბარსელონას” დამარცხების ძალა. როგორც იცით მისი გუნდი “ლურჯ–ბროწეულისფერებს” შაბათს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შეხვედრაში დაუპირისპირდება. ქალაქელების ესპანელმა გოლკიპერის აზრით, მათ ყველაფერი აქვთ იმისათვის, რაც საჭიროა “ბლაუგრანასთან” “ნოუ–კამპზე” გასამარჯვებლად.
“ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი მეთამაშა “ბარსელონას” წინააღმდეგ. ასე რომ შეიძლება ოცნება ამიხდეს. მოწინააღმდეგის მიმართ შიშს არ განვიცდით, რადგან დარწმუნებულები ვართ ჩვენს თავებში და მოედანზე მოსაგებად გავალთ. “ნოუ–კამპზე” მასპინძლების დამარცხება ძნელია, თუმცა არა შეუძლებელი. ვიცით, თუ რა დონის გუნდია “ბარსა”, მაგრამ არც “ატლეტიკოში” თამაშობენ გამოუცდელი და სუსტი ფეხბურთელები.” –განაცხადა რობლესმა.
