მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი: “ახლა კლუბების მსოფლიოს ჩემპიონატზე და “ბარსელონაზე” არ ვფიქრობ”

ნეიმარი: “ახლა კლუბების მსოფლიოს ჩემპიონატზე და “ბარსელონაზე” არ ვფიქრობ”

“სანტოსის” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ნეიმარმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ ფიქრობს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც “ბარსელონაც” მიიღებს მონაწილეობას და სწორედ მათ დაუპირისპირდება მისი გუნდი. ახალგაზრდა ტალანტის თქმით, ახლა მთავარია თავის ქვეყანაში მიაღწიოს წარმატებას და მოახერხოს ჩემპიონობა.

 

“ახლა ნამდვილად არ ღირს საუბარი კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე.მინდა, “სანტოსთან” ერთად ბრაზილიის ჩემპიონატში დიდ წარმატებას მივაღწიო და გავხდე ჩემპიონი. ასევე ნაკრებშიც გამომიძახეს და ყველანაირად ვეცდები თავი კარგად წარმოვაჩინო. ჯერ ადრეა “ბარსელონაზე” ფიქრი, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვითამაშებ მათ წინააღმდეგ.” –ციტირებს ნეიმარის სიტყვებს მადრიდული გამოცემა Marca.

 

როგორც უკვე იცით, ახალგაზრდა სამხრეთ ამერიკელით დაინტერესებულია, როგორც “ბარსა”, ისე მადრიდის “რეალი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში