მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “მე და სესკი ერთმანეთს შესანიშნავად ვეწყობით”

ჩავი: “მე და სესკი ერთმანეთს შესანიშნავად ვეწყობით”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ჩავი ერნანდესმა ისაუბრა მის ახალ თანაგუნდელ, ფრანსესკ ფაბრეგასზე. უკვე ლეგენდად ქცეული ესპანელი თვლის, რომ ის და სესკი ერთმანეთს ძალიან კარგად უგებენ და ხვედბიან თავიანთ ჩანაფიქრებს.

 

“ჩვენ მოედანზე თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ. ვფიქრობ, მე და სესკი ერთმანეთს თვალდახუჭული ვუგებთ და ვხვდებით, თუ რა გვიტრიალებს ერთი–მეორეს გონებაში. ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცეთ. როცა იგი წინ მიდის, შედარებით უკან ვარ და სიტუაციას ვაკონტროლებ. ფაბრეგასი “ბარსელონას” თამაშს უფრო ლამაზ და ლაღს ხდის. ასე რომ უკვე აშკარაა, თუ როგორ გაამართლა ამ ტრანსფერმა.” –განაცხადა ჩავიმ Reuters-თან ინტერვიუში.

 

ფრანსესკმა უკვე მოასწრო “ბლაუგრანაში” ახალი რეკორდის დამყარება. იგი გახდა პირველი ნახევარმცველი, რომელმაც ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით პრიმერა დივიზიონის პირველ ოთხივე მატჩში მოახერხა მეტოქის კარის აღება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში