მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი: “ვერ ვიტან ძალადობას!”

ლეო მესი: “ვერ ვიტან ძალადობას!”

21 სექტემბერს “ვალენსიასთან” გამართული მატჩის შემდეგ, არგენტინელმა ვუნდერკინდმა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა და კაშკაშა ვარსკვლავმა, ლიონელ ანდრეს მესიმ ინტერვიუ ჩაწერა “Four Four Two”–თან, მან განაცხადა, რომ  ფეხბურთშიც კი არის ისეთი რამ რაც მას არ სიამოვნებს. 

“ფეხბურთში განსაკუთრებით მძულს ძალადობა, მაგრამ არ მეშინია ტრავმების. მოედანზე გამოსვლისთანავე ვივიწყებ მასზე ფიქრს. ფეხბურთი – კონტაქტური სპორტია. ყველა ცდილობს დაიცვას თავი, ისე როგორც შეუძლია.  მე კი მხოლოდ ვცდილობ ვითამაშო იმ დონის ფეხბურთი, რის გამოც გულშემატკივრები სტადიონზე მატჩის საყურებლად მოდიან” –  დაასრულა “პატარა გიგანტმა”. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში არგენტინელმა 2 საგოლე პასი მიითვალა აქტივში და რომ არა მსაჯის ორი უხეში შეცდომა ლეოს ბომბარდირთა დავაში დაწინაურება შეეძლო.

                                                  უკომენტაროდ 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში