ალვეში ”ბარსაში” შეუცვლელი ფიგურა, ისევე როგორც აბი. ისინი თავიანთ სამშობლოშიც გამოირჩევიან კარგი და დამაჯერებელი თამაშით. ორივე ფეხბურთელი ნაკრებში შეუცვლელი ფიგურაა. ”ოსასუნასთან” დანი ალვეშმა ”ბარსას” მაისური მეასედ მოირგო. ეს ციფრი დამეთანხმებით, რომ უმნიშვნელო არ არის. ეს ალვეშისთვის ბევრს ნიშნავს.
სხვადასხვა როლები
ალვეში უფრო ფლანგის მოთამაშეა. აბის კი დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში. ისინი თავიანთ პოზიციაზე ურყევად დგანან. ბრაზილიელი და ფრანგი თავისი საქმის ოსტატები არიან. ასევე, თუ ალვეშის ძალებზე გავაგრძელებთ ლაპარაკს მას თავდამსხმელებისთვისაც შეუძლია დახმარების გაწევა. ალვეშს ფლანგიდან ჩართვისას ათი გოლი აქვს გატანილი.
ფრანგს გუნდში სულ სხვა დავალება აქვს. იგი უფრო ხშირად ცენტრალური მცველის პოზიციას იკავებს. ასევე მასაც შეუძლია ალვეშის მსგავსად ფლანგზე თამაში, მაგრამ ეს ახლა ვერ ხერხდება. ერთ–ერთი და მთავარი მიზეზი პიკეს ტრავმაა. ამიტომაც პეპი მას დაცვის ცენტრში ათამაშებს.
88-ე მატჩი პიკესთვის, ხოლო პუიოლისთვის 348-ე
ხერარდ პიკეს ”ლა ლიგაში” 88 მატჩი აქვს ჩატარებული, ხოლო მის თანაგუნდელ კარლეს პუიოლს 348.
