მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეიმარი “რეალში” გადადის?

ნეიმარი “რეალში” გადადის?

  ნეიმარის სატრანსფრო საგას დასასრული არ უჩანს. თუ ბრაზილიური გამოცემა Estado გუშინ ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “სანტოსის” ფეხბურთელის ტრანსფერის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო და ის კატალონიური გრანდის საკუთრება ხდებოდა, იგივე გაზეთი დღეს საპირისპირო ცნობას აქვეყნებს.

 

Estado–ზე დაყრდნობით ესპანური გამოცემები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ნეიმარმა პარასკევს დილით სამედიცინო შემოწმება გაიარა მადრიდის “რეალისთვის”. შემოწმება ჰოსპიტალ Sao Luiz–ში შედგა და მას “რეალის” ექიმების გარდა, ნეიმარის მამა და აგენტი რიბეირო ესწრებოდნენ.

 

პრესის ინფორმაციით, შეთანხმება მადრიდის “რეალსა” და ნეიმარს შორის ოფიციალურად ორშაბათს დილით შედგება და ბრაზილიელი ტალანდი მადრიდელთა რიგებს ზაფხულის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

 

მიუხედავად ბრაზილიურ პრესაში გავრცელებული ცნობებისა, კატალონიური მხარე აცხადებს, რომ კლუბმა “სანტოსთან” უკვე მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ნეიმარი “ბარსელონას” წევრი 2013-2014 სეზონში გახდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში