შაბათს საღამოს, “კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში, ლეო მესიმ სამჯერ დალაშქრა ოსასუნას კარი. გარდა ამისა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა საგოლე გადაცემებიც განახორციელა და სოლიდური წვლილი შეიტანა სეზონის პირველ უდიდეს გამარჯვებაში – 8:0.
გუშინ შესრულებული ჰეთ–თრიკით, მესის მიმდინარე სეზონის შვიდ ოფიციალურ შეხვედრაში ცხრა გატანილი გოლი დაუგროვდა, რაც შესანიშნავი მაჩვენებელია.
გასულ სეზონში ლეომ ოთხჯერ შეასრულა ჰეთ–თრიკი. მესის ერთ–ერთი მსხვერპლი მადრიდის “ატლეტიკო” გახდა (3:0). ასევე იყო “ბეტისი”, კოპა დელ რეის პირველ მეოთხედ–ფინალურ შეხვედრაში (5:0). ესპანეთის სუპერთასში, რომელიც “ბარსამ” 4:0 მოიგო, მესიმ მეტოქე “სევილია” სამი გოლით დააჯილდოვა. “რწყილმა” ძლიერ დაამწუხრა ისედაც სასოწარკვეთილი “ალმერია”, რომელმაც კატალონიელებისგან საკუთარ მოედანზე საშინელი მარცხი იწვნია – 0:8.