მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

პირველი გუნდის 18 და ”ბარსა ბ”-ს 3 ფეხბურთელი ვარჯიშობდა პარასკევს დილით ”სიუტატ ესპორტივაზე”. ეს იყო ბოლოსწინა ვარჯიში შაბათს, ”ოსასუნასთან” გასამართ მატჩამდე.

ერთ დღიანი დასვენების შემდეგ ”ბარსელონას” შემადგენლობა შეიკრიბა ”ოსასუნასთან” გასამართი მატჩისთვის მოსამზადებლად. გვარდიოლას განკარგულებაში 21 ფეხბურთელია. 18 პირველი გუნდიდად და ფილიალიდან ესპინოსა, ლობატო და მუნიესა. ალექსისი, პიკე და ინიესტა აგრძელებენ აღდგენით ვარჯიშებს.

გუნდი შაბათს უკანასკნელ ვარჯიშს გამართავს ”ოსასუნასთან” შეხვედრამდე. პამპლონურ გუნდს ”ბარსას” მსგავსად 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს. მათ ”კალდერონზე” 0:0 ითამაშეს ”ატლეტიკოსთან” და შინ 2:1 დაამარცხეს ”სპორტინგი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში