”ის ხომ გენიოსია”
[media=http://www.youtube.com/watch?v=jFN_sTOM-j0]
ინიესტა: ”ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მშვენიერი მოგონებებია. როდესაც მე ვუყურებ ჩემს თამაშს ვხვდები, რომ ინიესტა კვლავ არ შეცვლილა და ისევ ის ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც ახლა თქვენ ამ ვიდეოში ხედავთ. მე ყოველთვის ვცდილობ ჩემი თამაშის ხარისხი გავაუმჯობესო. ძალიან გავიზარდე (ფიზიკურად) და დღეს უფრო ნაკლები თმა მაქვს, ვიდრე ამ ვიდეოში. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა.
ფეხბურთი ახლა ძალიან სწრაფია, რაც ფეხბურთელისაგან დიდ ენერგიას და რაც მთავარია, დიდ სისწრაფეს მოითხოვს. შენ ადვილად და ჩქარა უნდა შეგეძლოს შეტევის მართვა, როდესაც ბურთს მიიღებ, იმ წამსვე უნდა მოუძებნო შეტევას გაგრძელება. ეს თუ კარგად გამოგდის, მაშინ შენ ყველაფერი კარგად გამოგივა.
მე ფიქრობ, რომ კატალონიაში ფეხბურთელები დიდი შესაძლებლობებით იბადებიან. ვარჯიშის გარეშე ფეხბურთში არაფერი არ გამოვა, ეს ჩემზე კარგად თქვენ იცით. ყველაზე დიდი უნარი მაინც შენს თავზე მუშაობაა. მე ფეხბურთელში ამას ყველაზე მეტად ვაფასებ.
ბევრისგან მესმის, რომ ფეხბურთი ძალიან ადვილია. სულაც არ არის ესე, თუმცა ერთი შეხედვით ასე ჩანს. ყველაფერი კი ძალიან რთულია.”
