ერთი დღე ჯოზე მოურინიოს ცხოვრებიდან
05:30 – ანონიმური ნომრით ალთინტოპთან დარეკვა და გაღვიძება.
07:00 – მოკრძალებული საუზმე.
08:30 – ადგილობრივ მმართველობაში მისვლა და მოთხოვნა, პირადი დაცვის გამოყოფისა, რომლებიც აუცილებლად პორტუგალიელები უნდა იყონ.
09:15 – წასვლა მანქანით “ვალდებებასაზე” თუ გზაზე ბავშვებმა ან მოხუცმა გაიარა წინ, მათი უცენზურო სიტყვებით გალანძღვა.
10:00 – დაკავშირება ჰიტლერის, ბინ ლადენის სულებთან. ახალი იდეებისა და გამოცდილების გაზიარება.
12:00 – იწყება ვარჯიში, რომელსაც ესწრება მოურინიოს შვილი. 15 წუთი, სანამ პრესა ესწრება ვარჯიშს, ფეხბურთელებისგან ითხოვს ღიმილს და მხიარულ სახეებს.
12:15 –დახურულ ვარჯიშზე სიტუაცია იძაბება, ვარჯიშის ბოლოს დამუშავება ტეხნიკისა, თუ როგორ ავტეხოთ ჩხუბი მატჩის ბოლო წუთებზე.
13:30 –ფეხბურთელები იკრიბებიან გასახდელში და 1000–ჯერ იმეორებენ: “მოუ საუკეთესოა, მხოლოდ “მოუს” ვუყვარვართ ჩვენ”.
14:00 – პოლიციაში შედის ანონიმური ზარი იმის შესახებ, რომ ალთინტოპი ფეხბურთელი კი არა სინამდვილეში საშიში ნარკომოვაჭრეა.
14:15 –სწრაფი სადილი. ეშმაკს არ სძინავს…
14:30 – ვიდეოგაკვეთილი
17:00 – გზაზე პოლიცია აჯარიმებს, ყვირის რომ მხოლოდ მაღალი თანამდებობის ხალხს დაელაპარაკება და არა უბრალო ოფიცრებს.
18:00 – საყვედურის გამოცხადება შვილისთვის იმის გამო, რომ ის ზედმეტ ყურადღებას აქცევს ტავის მეგობარ ხორხეს და არა საკუთარ მამას.
20:00 – იგებს რომ შვილმა, მისი ნებართვის გარეშე ისადალა, ამიტომ სკანდალს უწყობს ცოლს.
21:00 – პერესთან დარეკვა და მოთხოვნა იმისა,რომ ხვალვე შეუცვალონ “ბერნაბეუს” სახელი და დაარქვან “ჟოზე დიდი”.
22:30 –დაწოლა და წაკითხვა წიგნისა “მილუოკელი ყასაბი– გმირი, რომელიც არ დააფასეს”.
02:30 –დარეკვა ალთინტოპის ცოლთან და მისი მოტყუება, ვითომ მისი ქმრის ერთ–ერთი საყვარელია.
ერთი დღე ხოსეპ გვარდიოლას ცხოვრებიდან
06:00 – როგორ ყოველთვის, ფანჯარასთან მოფრინდება ანგელოზი და პეპს მის საყვარელ სიმღერას უმღერებს.
06:15 – პეპი, რომელსაც მოკრძალებით და გაჭირვებულებზე ფიქრით დაღლილს სძინავს იღვიძებს და კოცნის: ჰანს გამპერის და იოჰან კრუიფის ფოტოებს.
07:00 –ამზადებს საუზმეს ოჯახისთვის და ღარიბთა უბანში მცხოვრები ობლებისთვის. რა თქმა უნდა, პროდუქტები მის ბაღშია მოყვანილი.
07:45 – დილის ვარჯშისას ეხმარება კატის კნუტს ხიდან ჩამოსვლაში და მოხუცი გადაჰყავს გზაზე. იმ ადგილას, სადაც იგი ფეხს ადგამდა ამოდის ყვავილები….
08:30 – იღებს დუშს და თავისი ბავშვები ( კეიტა და მასკერანო კი არა, რომლებსაც ერთ–ერთი პრესკონფერენციაზე საკუთარი ბავშვები უწოდა) მიჰყავს სკოლაში, რომლის აშენებაშიც თვითონაც მონაწილეობდა.
09:30 – გზაში ურეკავს დალაი ლამას და მოიკითხავს, სახლში დაბრუნებული სახლს ალაგებს.
11:45 –მიდის ვარჯიშზე
12:00 – ჩერდება ბანკომატთან, ამ დროს ბანკს ძარცვავენ, ის არწმუნებს ყაჩაღებს სასრაფოდ შეწყვიტონ ძარცვა და ისნიც უსიტყვოდ უჯერებენ.
12:30 – ვარჯიში მხიარულად მიმდინარეობს, თამაშობენ ფეხბურთელები, მათი ოჯახის წევერები, ჟურნალისტები და ა.შ
13:45 – ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვას აძლევს ქუდს, რომელიც მისი მოქსოვილი და მოქარგულია.
14:30 – სადილის დროა, პეპი თვითონ ამზადებს და უმასპინძლდება ყველას.
16:45 – ხვდება საგზაო საცობში და დროს მაინც არ კარგავს. წერს რამდენიმე სტროფიან ლექსს.
18:00 – ცნობილი ხდება რომ იგი გახდა გამარჯვებული ლატარია “ევრომილიონისა”. იგი დაუფიქრებლად რიცხავს კუთვნილ 160 მილიონს არასამთავრობო ორგანიზაციაში ” უსაზღვრო თავმდაბლობა”.
18:15 –ეხმარება თავის ბავშვებს (კეიტას და მასკერანოს არა) საშინაო დავალების გაკეთებაში და რეკავს უპატრონო ცხოველთა თავშესაფარში ძაღლის აყვანის თხოვნით.
21:00 –ოჯახური ვახშამი, რომელზეც რა თქმა უნდა დაპატიჟებულები არიან არალეგალი მიგრანტები. ეხმარება მათ ლეგალური სამსახურის პოვნაში.
22:30 – ვიდეოკონფერენცია ობამასთან, მერკელთან და სარკოზისთან, უზაირებს მათ გამოსავალს, როგორ დააღწიონ თავი ეკონომიკურ კრიზისს.
23:55 – ფხიზლად დაძინება,ნებისმიერ დროს შეიძლება თავის ქალაქს დასჭირდეს, ამიტომ მზად უნდა იყოს. იცით რატომ? იმიტომ რომ ეშმაკს არ სძინავს…..
