მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: “თუ ასე მუშაობას გავაგრძელებთ, შედეგს მალე მივაღწევთ”

პუიოლი: “თუ ასე მუშაობას გავაგრძელებთ, შედეგს მალე მივაღწევთ”

პუიოლს ნათლად ესმის, რომ “შედეგი აუცილებლად იქნება, ვინაიდან პირველი გუნდი თავდაუზოგავად შრომობს.”  “სიუტატ ესპორტივაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე, გუნდის კაპიტანმა გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

 

მიუხედავად ბოლო ორ ოფიციალურ შეხვედრაში გაგორებული ფრისა, გუნდის გასახდელში არავის ეპარება ეჭვი. კარლეს პუიოლის თქმით “ფეხბურთელებს ესმით, თუ რა არის მათ ხელში, რომ რისკი დიდია და რომ ისინი განაგრძობენ ვარჯიშს, ისე როგორც ამას ყოველთვის აკეთებდნენ და არ მიაქცევენ ყურადღებას, თუ რას ამბობენ გარეშე პირები.” მან დაამატა: “ადრე თუ გვიან დადგება ის შედეგი, რაც ჩვენ გვსურს. ამაში ეჭვი არ გვეპარება.”

 

პუიოლის აზრით “მილანთან” გაგორებული ფრე “არასამართლიანი იყო და არასასიამოვნო კვალი დატოვა. ეს იყო უიღბლობა, მაგრამ ყველაფერი ახალი გვერდიდან უნდა დავიწყოთ და ვიფიქროთ მომავალ მატჩზე.” 3 თვიანი იძულებითი დასვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნების შესახებ, “ბლაუგრანას” “5”-ანმა განაცხადა: “თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და შეგრძნებებიც დადებითი იყო. მე რვა თვე გამიცდა და ახლა თამაშისთვის ფეხის აყოლის დრო დადგა.“

 

პუიოლმა კატეგორიულად განაცხადა: “გასული წლების შექება ჩვენზე არც კარგად და არც ცუდად მოქმედებს. არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვიყავით, ახლა კი ზოგიერთს ჩვენში ეჭვი ეპარება. კარგად ვიცით, თუ რა დონეზე ვიმყოფებით და ეს ნორმალურია, როცა საფეხბურთო გუნდს აქვს აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდები.” გუნდში არსებულ ტრავმებთან დაკავშირებით კაპიტანმა განაცხადა: “ასეთი სიახლეები ყოველთვის არასასიამოვნია, თუმცა ეს შეიძლება, ნებისმიერს დაემართოს.” “უნდა ვთქვა, რომ ჩვენ იგივენაირად ვემზადებით, როგორც ამას შარშან ვაკეთებდით. ეს არის ფეხბურთი და ყველა უნდა შევეგუოთ ამას.”– დაამატა კაპიტანმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში