ტონი ფრეიშა: ბარსელონა კვამლს ყიდის

ტონი ფრეიშა: ბარსელონა კვამლს ყიდის

“ბარსელონას” ყოფილი დირექტორი და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჟოან ლაპორტასთან დამარცხებული ტონი ფრეიშა კლუბში შექმნილ ვითარებას აფასებს.

ფრეიშას არ სჯერა, რომ “ბარსა” რომელიმე ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს.

იცით, რომ ლევანდოვსკი, კუნდე, რაფინია და ბერნარდუ სილვა “ბარსელონაში” არ მოვლენ? იცით ეს?

– დაწერა ფრეიშამ Twitter-ზე.

Cadena COPE-სთან ინტერვიუს დროს კი ტონი ფრეიშამ შემდეგი განაცხადა:

ტრანსფერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს ვერ დამაჯერებთ. ისინი ვულგარულად ყიდიან კვამლს. რასაც ისინი ამბობენ, რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდის. არჩევანი არ მაქვს, ხალხი უნდა გავაფრთხილო, რომ რასაც ამბობენ, ის არ მოხდება.

ფეხბურთელების ყიდვა მხოლოდ სხვების გაყიდვითაა შესაძლებელი. ბერნარდუ სილვას შესაძენად ბევრად მეტის გაყიდვაა საჭირო.

მე დინების საწინააღმდეგოდ მივდივარ. ახლა “ბარსელონაში” უფრო მოსახერხებელია, რომ ილუზიები შექმნან.”

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (16)

  • me da barca
    24 ივნ 2022, 15:08

    გამოანათა

  • nika 54
    23 ივნ 2022, 17:03

    ვაი რო სიმართლეც არის ამის ნათქვამში.

  • azulgerana
    23 ივნ 2022, 16:28

    რავი ჯერ ჯერობით მართალია ეს კაცი და სექტემბერში გამოჩნდება. ალბათ პიკეს მიაყიდის და ისევ რაღაც მიზეზს მოიგონებს

  • M10 S9 D11
    23 ივნ 2022, 15:32

    აი მარტო ამის ჯინაზე უნდა მოიყვანოს ლაპორტამ ლევანდოვსკი დი მარია კუნდე და ბერნარდო

  • rivaldo80
    23 ივნ 2022, 13:22

    ჳაი შე საცოდაო შენაირები იძახდნენ ოთხეულში ვერ მოხვდებაო.რეალი გადაურბენსო.ვალებში ამოტენილი გუნდია და მაინც მოიყვანა ფეხბურთელები.

  • shu1987
    23 ივნ 2022, 13:14

    კვამლს ლაპორტა მოსვლამდე ყიდდა და ბევრი დააბოლა მერე მესი დააბოლა ყველაზე მაგარი კვამლით და მოყოლებული იბოლება, რეალურად არაფრის მაქნისია, თუმცა ლევანა მოვა დარწმუნებული ვარ.

  • nikusha
    23 ივნ 2022, 11:32

    კუმ ფეხი გამოყოო ამაზეა ნათქვამი

  • Don_Andresito
    23 ივნ 2022, 10:31

    ლაპორტ მიდი ამის ჯინაზე დადე ლევა კუნდე სილვა და დიმარია და აღარ შეგაგინებ

  • რივალდო-მესი
    23 ივნ 2022, 10:12

    ასე თუ მოხდა ყველაფერი დასაკიდია კვერცხებით ლაპორტა. სულ მცირე ტყვილებისთვის და სიმართლის დამალვისთვის.

  • walker599
    23 ივნ 2022, 08:49

    ჩვეულებრივი ოპოზიციაა

  • La Pulga10
    23 ივნ 2022, 07:47

    წატი შენი ბართომეუს ვირთხა ხარ

  • JasoN
    23 ივნ 2022, 05:18

    აი რატომ უნდა დავუჯერო ამ კაცს? ერთი მიზეზი დამისახელეთ? მოიცა ეს რომ აერჩიათ თავისი ჯიბიდან ფარავდა მილიარდ ნახევარს? თუ წაგებული არჩევნების შემდეგ ხალხს აჩვენებს თავს რომ მიქარეს და ეს უნდა აერჩიათ??? ტრანსფერებიც დაიდება და დიდების მწვერვალზეც ავა გუნდი და ეს ჩოილარი შეეშვას მესით მანიპულირებას ჯობია და შეეგუოს წაგებას და იმასაც რომ ამ პოსტს ასეთი ბოღმა ხალხი ვერასოდეს ვერ ეღირსებიან!!!

  • El pistolero 9
    23 ივნ 2022, 02:04

    აბა ეს რას იტყოდა ლაპორტა მაგრად მუშაობს და რა კარგია რომ მომიგოო? მე მაქვს ლაპორტას იმედი და მგონია ჭკვიანურ სატრანსფერო პოლიტიკას გაატარებს

  • EL MAESTRO 6
    23 ივნ 2022, 01:49

    აი ბართონეუს დედა რომ მოვხან რა, ჯერ გუნდის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის და მერე კიდე რეპუტაცია ისე დაგვიგდო რომ ყოველი მეორე #ლე ჩვენ დაგვცინის და ჩვენზე მაღლა უჭირავს თავი, თან ტრაგედია ისეე რომ მართალს ამბობს

    მაგრამ მეორეს მხრივ ლაპორტა დიდი მაფიოზი ვინმეა და მაგისგან არაფერია გასაკვირი, ზამთრამდე ამბობდა რომ იანვარში მაქსიმუმ 10 ან 15 მილიონი გვექნება ტრანსფერებისთვისო, მერე კი 4 ტრანსფერი განახორციელა, კი აქედან 3 უფასო იყო მაგრამ 55 მილიონი გადაიხადა და ამათ ხელფასებსაც ხო გადახდა უნდოდა და დარეგისტრირება, გამორიცხული არაა რომ ახლაც მოულოდნელი რამ გააკეთოს ასე რომ ვიღაც ვიღაცებმა ჯობია სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფისგან თავი შეიკავონ რა, რა მაგისი საქმეა ბარსელონა რა ტრანსფერებს გააკეთებს, ახლა რომ მართლა გააკეთოს ეგ ტრანსფერები მერე რა ჯანდაბას იტყვის? კი არარეალურად ჟღერს თითქოს ამ კრიზისის დროს ასეთი ტრანსფერების გაკეთება მაგრამ რაც არ უნდა იყოს ჯობია ფრეშამ #რაკი დააყენოს რა, ისე ლაპარაკობს ვითომ თვითონ შეძლებდა უკეთესად საქმის გაკეთებას

  • Gaucho24
    23 ივნ 2022, 01:28

    პარასკევს ბომბი აფეთქდება და დიდი ტრანსფერი გამოცხადდებაო და რავი ბატონო ფრეიშა ვნახოთ ბევრი პარასკევია წინ ამ ზაფხულს..

  • Chico
    23 ივნ 2022, 00:58

    სიმართლე გითხრათ, ჩემ თავს ვეწინააღმდეგები, დემაგოგიაც არ არის ჩემთვის მისაღები, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ნამდვილად ტყუილებით ბერავენ მთელ მსოფლიოს. არ არიან ესენი არავის მყიდველები. ძვირი ფეხბურთელების საგას კიდევ კამპ ნოუს რეკონსტრუქციას ამატებენ. ამ ზაფხულს ვიწყებთ მშენებლობასო და გრაფიკი გამოაქვეყნეს. მერწმუნეთ, ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ მითხარით ერთი, რეალური, ხელმოწერილი კონტრაქტი ვინმეს უნახავს? ან იქნებ ვინმეს უტყუარი ინფო გააჩნია ამის შესახებ… ამერიკულმა ბანკმა უარი უთხრა, მუსიკოსების ფული ამას არ ეყოფა., ასამბლეამ და სენატორება კი მისცეს თანხმობა რაღაცეების გაყიდვაზე, მაგრამ რეალური კინტრაქტი და მითუმეტეს თანხა, ბუნებაში ჯერ-ჰერიბუთ არ არსებობს… იქნებ მე არ ვიცი რამე… გააგებინეთ ვინმემ, თუ მეტი იცით….