workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იერი მინას ყოფილი აგენტი: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა მისი ბარსელონაში წაყვანა იყო

იერი მინას ყოფილი აგენტი: ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა მისი ბარსელონაში წაყვანა იყო

იერი მინას ყოფილი აგენტი, მარიო მაური თავისი კლიენტის კატალონიურ კარიერას იხსენებს.

ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა მისი “ბარსელონაში” წაყვანა იყო. იერიმ ძალიან მცირე სათამაშო დრო მიიღო, შემდეგ კი გაყიდეს.

ის “ევერტონში” კვლავ აღზევდა და ინგლისურ ფეხბურთს კარგად მოერგო. 

– ციტირებს აგენტის სიტყვებს ESPN.

“ბარსამ” მინა 2018 წელს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, “პალმეირასიდან” 12.4 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა, ერნესტო ვალვერდეს ხელში მას სათამაშო პრაქტიკა არ მიეცა და მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. ამავე წლის ზაფხულში “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” კოლუმბიელი მცველი 30.25 მილიონად “ევერტონში” გაუშვეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 28 მაი 2022, 15:54

    კიდევ კარგი ამაზეც არ იზარალეს. ალბათ ერთადერთია კარგად გაყიდულებში.

  • M10 S9 D11
    schedule 28 მაი 2022, 12:21

    აი ამაზე ტლანქი მცველი არ არსებობს მაწიო რო მაწიოა მალდინია ამასთან შედაებით

  • Sergio5
    schedule 28 მაი 2022, 10:44

    სულ აღარ გვახსოვდა ეს მგონი რა უნდოდა რას შეგვახსენა თავი ეხლა, ცუდის მეტს მაინც არ დავწერთ არაფერს და ყოფილიყვნენ ჩუმად თავისთვის smile

    18 წლის ჯარედ ბრანთვაითმა ამოაგდო სასტავიდან იქაც ისე ფაფხურობდა რა უნდა ელაპარაკო ამას

  • nikolozi96
    schedule 28 მაი 2022, 09:44

    ციტატა: El pistolero 9
    ლევანტემ რომ ამოგვტენა ამის ბრალი იყო მეტწილად. თორე წაუგებლად ვიგებდით ლა ლიგას. ვალვერდე კი არ იყო ჩვენი სტილის მწვრთნელი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას ლა ლიგას და კლასიკოს კლასნად იგებდა. რო გააგდეს მაშინაც ლა ლიგაში 1 ზე ყავდა გუნდი


    რა იცით ხოლმე ეს ვალვერდეს გადიდება,ვალვერეს ბევრად უკეთესი კამანდა ყავდა ვიდრე ახლა ჩავის ყავს ან კუმანს ყავდა.სუარესი კარგ ფომრაში მესიც კარგ ფორმაში ინიესტაც ყავდა.რაკიტიჩიც,დემბელეც ფაფხურობდა რაღაცას ზოგჯერ.და უმეტეს წილად მესი სუარესის დამსახურებაა ეგ მოგებები.ვალვერდეს დედა ვატირე რა ვალვერდე

  • Don_Andresito
    schedule 28 მაი 2022, 08:40

    აღზევდაო მართლა ესე თქვა? 😁 წელს ვინ ვარდებოდა პრემიერ ლიგიდან? ვინ დაკარგა ადგილი ძირითადში? მგონი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო ამისი გაშვება. დირკა აყლაყუდა. მსოფლიოზე იტანა გოლები აუარდა ფასი და სანამ ჩამოუარდებოდა ისევ სკამზე ჯდომის გამო გაყიდეს თორე რა 30 მილიონი 12 იც არ ღირდა თავის დროზე. ისე ევერტონი კაი მეჯართეა, დინზე ცუდს ვერ ვიტყვი და ეს და გომეში კი მოგვაცილეს და კაი 60 მლნ დადეს

  • El pistolero 9
    schedule 28 მაი 2022, 00:41

    ლევანტემ რომ ამოგვტენა ამის ბრალი იყო მეტწილად. თორე წაუგებლად ვიგებდით ლა ლიგას. ვალვერდე კი არ იყო ჩვენი სტილის მწვრთნელი, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას ლა ლიგას და კლასიკოს კლასნად იგებდა. რო გააგდეს მაშინაც ლა ლიგაში 1 ზე ყავდა გუნდი