“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, სესკ ფაბრეგასი ჩავი ერნანდესზე, ფრენკი დე იონგზე, პედრისა და გავიზე საუბრობს.
დარწმუნებული ვარ, ჩავის შემადგენლობის შეცვლა უნდა, მინიმუმ 30-40%-ით. ამჟამად მას არ ჰყავს ისეთი გუნდი, როგორსაც ისურვებდა. გვარდიოლას “სიტიში” ყველაფერი აწყობილი აქვს, ისევე, როგორც კლოპს – “ლივერპულში”.
ფრენკი დე იონგი? როცა მოლოდინები დიდია, ყველაფერი რთულდება. ფრენკი მომწონს, ის ხაზებს შორის ბურთით კარგად მოძრაობს. დე იონგს მხოლოდ ბოლო პასი აკლია.
პედრი გასაოცარია, ის სუპერვარსკვლავი გახდება. გონსალესი ისეთი კარგია, რომ მწვრთნელს სურს, ყოველდღე მოედანზე ჰყავდეს. გავიც ძალიან კარგია, მაგრამ ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა.
– განაცხადა ფაბრეგასმა, რომელიც “ბარსაში” 2011/14 წლებში ასპარეზობდა.




ხოდა ეს 17 წლის ბიჭი უნდა დაჭკვიანდეს დროზე, თორემ უკვე გასაცვლელების სიაში ჩასვეს.
დაცვა თუ არ გაუძლიერეს ესე ვიწვალებთ სულ
ბოლო პასი რომ აკლია ეგაა უბედურება, ჩამშლელზეც უვარგისია და ცენტრშიც, სანამ ფასი აქვს უნდა გაყიდონ, ერთადერთი სარგებელი დეიონგისგან იქნება ის თუ 100 ლიმონად გასუხარდება
მალე ფეხდე დადგება და ისევ ისეთი ბარსა იქნება
მგონია ამისგან კარგი მწვრთნელი დადგება