“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი საინტერესო საკითხებზე საუბრობს.
“ბარსელონაში” გატარებული დრო? მტკივნეულია, როცა ვერ ასრულებ იმას, რაც გინდოდა, რომ დაგესრულებინა.
ვფიქრობ, ხალხს, რომელიც ფეხბურთში ერკვა, კლუბს იცნობს და “ბარსას” ეკონომიკური მდგომარეობა იცის, სჯერა, რომ რთულ სიტუაციაში კარგად ვიმუშავე.
ვიმედოვნებ, “ბლაუგრანა” დაბრუნებას შეძლებს. მაგრამ, ხალხმა იცის, რომ ურთულეს პერიოდში კლუბისთვის ყველაფერი გავიღე და ფინანსური საკითხების გასაუმჯობესებლად ბევრი რამ დავთმე, მაგალითად: გრიზმანის გაშვება.
საკუთარ თავზე არასდროს ვფიქრობ, მხოლოდ “ბარსასთვის” ვმუშაობდი, მაგრამ, საბოლოოდ, ყველა შენს წინააღმდეგ მოქმედებს.
ახალგაზრდები? არ ვიცი, მამაცები ვართ თუ არა, მაგრამ ნიდერლანდებში გვაქვს ჩემპიონატი, სადაც ისინი ბევრს ისწავლიან. ეს საუკეთესო ლიგა არაა, თუმცა, კლუბები ახალგაზრდა მოთამაშეებს შანსს აძლევენ და თავდაჯერებულობას მატებენ.
ვფიქრობ, ეს რისკი არაა, რადგან 20 წლის ფეხბურთელს, 32 წლის მოთამაშისგან განსხვავებით, განვითარება შეუძლია. “ბარსაც” ნიდერლანდური გუნდების სტილს მიჰყვება.
ყველა ახალგაზრდამ, რომელსაც შანსი მივეცით, ეს ტალანტის გამო დაიმსახურა. ბოლოს ასეთები პედრი, გავი, ნიკო და სხვები იყვნენ. მათ თამაში შეუძლიათ და გამოცდილებასთან ერთად, კიდევ უფრო დიდ პროგრესს განიცდიან.
ასაკი არაფერს ნიშნავს, მთავარი ფეხბურთელის დონეა. შეხედეთ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც 40 წლისაა და “აიაქსში” ჯერ კიდევ მაშინ თამაშობდა, როცა ამ გუნდის მწვრთნელი მე ვიყავი.
პედრი? მახსოვს, როცა გონსალესს კონტრაქტი გაუფორმეს, ახალგაზრდა ნახევარმცველზე მითხრეს, მაგრამ მასზე არაფერი ვიცოდი. მხოლოდ 2 სავარჯიშო სესიის ნახვა დამჭირდა იმის მისახვედრად, თუ რა შეეძლო ამ ბიჭს.
2019/20 წლების გათამაშების დაწყებამდე, პრესეზონის მიმდინარეობისას, ვთქვი, რომ პედრი უნდა დაგვეტოვებინა. “ბარსელონას” შემოთავაზები ჰქონდა და მის იჯარით გაშვებაზე ფიქრობდა, მაგრამ, განვაცხადე, რომ პედრი აქედან არ წავიდოდა და მალე სასტარტო შემადგენლობის წევრი გახდებოდა – მართალი აღმოვჩნდი.
– ციტირებს კუმანის სიტყვებს Sport.




ვფიქრობ, ხალხს, რომელიც ფეხბურთში ერკვა, კლუბს იცნობს და "ბარსას" ეკონომიკური მდგომარეობა იცის, სჯერა, რომ რთულ სიტუაციაში კარგად ვიმუშავე.
აი ამის შემდეგ აღარ წამიკითხავს, დებილია ეს კაცი. კარგად იმუშავა ჩავიმ, შენ კი კრესლოში იჯექი ფეხიფეხზე გადადებული. და რო დაეტოვე ეხლა სეგუნდაში ვიქნებოდით.
ვეთანხმები, რომ ყველაფერი გაიღო, მაგრამ ეს იყო მისი მაქსიმუმი. როგორც იტყვიან თავს ზემოთ ძალა არაა.
შეი,ლება მწვრთნელობისას ბევრი ვაგინე მაგრამ მაინც გუნდის ლეგენდაა, გუნდის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და ასე არ უნდა ვიხსენიებდეთ, უბრალოდ არ გამოუვიდა, მწვრთნელობა ყვეკასთვის არ არის, სამაგიეროდ ტალანტების აღმოჩენა კარგად შეუძლია, მართლა სკაუტი უნდა გამხდარიყო
რა ჭკუას უნდა ემსახურებოდე ეს რომ მიიყვანო გუნდში მწვრთნელად?! ტიპი სადაც მივიდა სიტუაცია ყველგან არია გასახდელში. ნაკრებში კიდე ასე თუ ისე სტაბილური შემადგენლობა არაა და ვერავისთან იფუჭებს ურთიერთობას. მოკლედ ჯიუტი ვირია კუმანი.
პუჩმა შეგცეს შენ. რა დაგიშავა რო დედა უტირე ცალკე მაგას უთამაშებლობით და პედრის პირიქით სული ამოხადა მთელი სეზონი ყველა მატჩი და 90 წუთები ეგ კი არა თასზე კაი 120 წუთებიც. სად იყო მაშინ გავი და ნიკო 3 კაცით ითამაშა მთელი სეზონი ამ თავგასიებულმა. მერე იქით ენრიკემ გაუტრაკა კიდე ოფიციალური ამხანაგური პედრი და პედრი სანამ არ გატრამვეს არ მოეშვბენ
რაც მართალია მართალია ამ კაცს სკაუტინგის ნიჭი აქვს და შეიცვალოს პროფესია)))