workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფრენკი დე იონგის შეცვლის კანდიდატები რუბენ ნევეში და მარტინ სუბიმენდი არიან

ფრენკი დე იონგის შეცვლის კანდიდატები რუბენ ნევეში და მარტინ სუბიმენდი არიან

ამერიკული არხი ESPN “ბარსელონას” სატრანსფერო გეგმებზე ცნობებს გვთავაზობს. 

თუ ზაფხულში გუნდს ფრენკი დე იონგი დატოვებს, “ბარსა” რუბენ ნევეშის ან მარტინ სუბიმენდის შეძენას შეეცდება. 

კატალონიელებს საყრდენის მოყვანა სურთ, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში სერხიო ბუსკეტსს ჩაანაცვლებს. 

კლუბში ფიქრობენ, რომ, დე იონგის გაყიდვის შემთხვევაშიც კი, გუნდს შემტევი ნახევარმცველების პრობლემა არ ექნება, რადგან გავი, პედრი და ნიკო გვყავს, რომლებსაც მომავალი სეზონიდან ფრანკ კესიეც დაემატება.

ჩავიმ ისაუბრა, რომ ნიდერლანდელის შენარჩუნება სურს, თუმცა, როგორც აღნიშნა, არაა გამორიცხული, კლუბის ფინანსურმა არასტაბილურობამ “ბლაუგრანას” რთული გადაწყვეტილებების მიღება აიძულოს.

რუბენ ნევეშს “ვულვერჰემპტონთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მაგრამ, შესაძლოა, “მგლები” მომავალ ზაფხულშივე დატოვოს. პორტუგალიელით “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდება.

სუბიმენდი “ბარსას” 2019 წლიდან მოსწონს. მარტინს “სოსიედადთან” ხელშეკრულება 2025 წლამდე აქვს გაფორმებული, მისი გამოსასყიდი თანხა კი 60 მილიონი ევროა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • azulgerana
    schedule 24 მაი 2022, 06:29

    ხო არ ღადაობ.

  • M10 S9 D11
    schedule 24 მაი 2022, 01:31

    ნევეში კიდე ხო მარა რაის სუბიმენდი აი რა სუბიმენდიიიი

  • MARI=BARCA-fan
    schedule 23 მაი 2022, 23:56

    კი, მაგრამ, თუ ლაპორტამ 900 მლნ. იშოვა, ვერ გამიგია ფრენკის რიღასთვის უშვებენ?!!!

  • ROUCH
    schedule 23 მაი 2022, 21:46

    როდის აქეთ გახდა კესი შემტევი გავი გვყავს პედრი ნიკო და კესი გვემატებაო რო წერია. არც ნიკოა შემტევი და არც დე იონგი თითონ მამენტ ვათამაშე და გამომადგა როდის აქრეთ ნიშნავს რო იმ პოზიციისა. დაცვაშიც გვედგა და ბარემ ვთქვათ არაუხო გვყავს მცველად პიკე გარისა კრისტენსენიც მოდის და დე იონგი აღარ გვინდაო. ან რომელმა პორტუგალიელმა გაამართლა ადრე არ მახსოვს და გომესი სემედუ ტრინკაო სამი სირიკო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 23 მაი 2022, 19:46

    არცერთია მაღალი დონის :/

  • cruyff9
    schedule 23 მაი 2022, 19:18

    ოღონდ ეს ქინძი გაპიარებული გაყიდეთ და გინც გინდა ის მოვიდე

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 მაი 2022, 18:33

    ციტატა: NEYBarca

    ციტატა: EL MAESTRO 6
    3-4-3 სქემას თუ სცდის ჩავი სადაც 2 საყრდენით ითამაშებს მაშინ ფრენკი ძაან კარგად ჩაჯდება მანდ, კესის გვერდით მითუმეტეს, დაცვაში კარგია, სწრაფია და შავ სამუშაოს კარგად ასრულებს, ეგეთი საყრდენის გვერდით ფრენკი კარგად ითამაშებს, ბურთის ამოტანა, პასები და კომბინირება არ ეშლება, პროსტა კრისტენსენის გარდა ერთი მცველი კიდე გვინდა, მაგალითად კულიბალი, გავი და პედრი LM და RM პოზიციებზე იქნებიან და ცენტრში ძაან გაუჭირდება ნებისმიერ გუნდს ჩვენთან


    რმ-ზე ასპილიკუეტა ენდომება ჩავის 🙂


    რმ აზპი ვერანაირად იქნება, აზპის შეუძლია ითამაშოს CB, RB, RWB მაგრამ RM უკვე მარჯვენა ნახევარმცველია და მანდ რომ აზპი იყოს გამოდის რომ ზედმეტად დაცვითი იქნება, ბარსა კი დაცვითი არასდროს ყოფილა,სადაც 2ს უშვებდნენ ორი მაგდენს იტანდნენ, ასე რომ უფრო შეტევაზე და ბურთის დაჭერაზე იქნება აქცენტი, ასევე პრესინგზე, აზპილიკუეტას რაც შეეხება ალბათ ჩელსიში დარჩება,კაპიტანია და ასეთ მდგომარეობაში გუნდს არ დატოვებს, 2 ცენტრალური მცველი წავიდა და ტიაგო 38 წლის გახდება

  • SHOTADEPAY9
    schedule 23 მაი 2022, 18:30

    დე იონგს ხელი არ ახლოთ

  • NEYBarca
    schedule 23 მაი 2022, 18:29

    ციტატა: EL MAESTRO 6
    3-4-3 სქემას თუ სცდის ჩავი სადაც 2 საყრდენით ითამაშებს მაშინ ფრენკი ძაან კარგად ჩაჯდება მანდ, კესის გვერდით მითუმეტეს, დაცვაში კარგია, სწრაფია და შავ სამუშაოს კარგად ასრულებს, ეგეთი საყრდენის გვერდით ფრენკი კარგად ითამაშებს, ბურთის ამოტანა, პასები და კომბინირება არ ეშლება, პროსტა კრისტენსენის გარდა ერთი მცველი კიდე გვინდა, მაგალითად კულიბალი, გავი და პედრი LM და RM პოზიციებზე იქნებიან და ცენტრში ძაან გაუჭირდება ნებისმიერ გუნდს ჩვენთან


    რმ-ზე ასპილიკუეტა ენდომება ჩავის 🙂

  • La Pulga10
    schedule 23 მაი 2022, 17:56

    80 ლიმონად გაყიდო და მერე 60 ად იყიდო სხვა,რაღაც ვერაა კარგი.დაველოდოთ ვნახოთ.პირველ რიგში ლევანდოვსკი და მცველები უნდა დავითრიოთ.

  • nika 54
    schedule 23 მაი 2022, 17:40

    იმედია ესმის ჩავის იმდენი, რომ რა ფასშიც არ უნდა გაყიდოს ფრენკი იმავე ფასში უკეთესს ვერ იყიდის. ეგ კი არა მგონი იმაზე იაფად ყიდიან ვიდრე გადაიხადეს. იმედია სანანებლად არ გაუხდებათ ამის გაყიდვა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 მაი 2022, 17:29

    ნევეში ძაან კარგი ტიპია,დაცვაშიც,პასებშიც და დარტყმაც მაგარი აქვს მაგრამ მეორე ის ფაქტორია აქ რამდენად გაამართლებს,
    3-4-3 სქემას თუ სცდის ჩავი სადაც 2 საყრდენით ითამაშებს მაშინ ფრენკი ძაან კარგად ჩაჯდება მანდ, კესის გვერდით მითუმეტეს, დაცვაში კარგია, სწრაფია და შავ სამუშაოს კარგად ასრულებს, ეგეთი საყრდენის გვერდით ფრენკი კარგად ითამაშებს, ბურთის ამოტანა, პასები და კომბინირება არ ეშლება, პროსტა კრისტენსენის გარდა ერთი მცველი კიდე გვინდა, მაგალითად კულიბალი, გავი და პედრი LM და RM პოზიციებზე იქნებიან და ცენტრში ძაან გაუჭირდება ნებისმიერ გუნდს ჩვენთან

  • NEYBarca
    schedule 23 მაი 2022, 17:12

    ციტატა: El pistolero 9
    ბარსას ძირითადის დონე არცერთი არაა ამათგან ჩემი აზრით. ჯერ არცერთს არაფერი დაუმტკიცებია. ანუ ფრენკი თუ წავიდა სათანადო შემცვლელის მოყვანის იმედი არ უნდა გვქონდეს. იმედია ვცდები


    გუშინ სიტის თამაშს შევავლე თვალი და ნევეში მაგარ გრძელ პასებს აძრობდა(ბუსის მსაგვსებს) და დაცვაშიც კარგი იყო.

  • VanillaSoul
    schedule 23 მაი 2022, 17:10

    ციტატა: El pistolero 9
    ბარსას ძირითადის დონე არცერთი არაა ამათგან ჩემი აზრით. ჯერ არცერთს არაფერი დაუმტკიცებია. ანუ ფრენკი თუ წავიდა სათანადო შემცვლელის მოყვანის იმედი არ უნდა გვქონდეს. იმედია ვცდები


    უკაცრავად და ფრენკიმ რა დაამტკოცა??? სამ სეზონში სამი კარგი თამაში ჰქონდა სულ და რა დონეზეა საერთოდ საუბარი. 25 თამაში მაინც ითამაშა საყრდენზე და კატასტროფაზე უარესი იყო ბარსას ცენტრი ყველა მაგ თამაშში. 17 წლის გავიმ მოუგო კონკურრნცია და პედრისთან საერთოდ არც არასდროს ჰქონია შანსი. ბუსკეცის კონკურენტად კიდე ამის განხილვა ფეხბურთის არ ცოდნაა და ამიტომ არც ვახსენებ… სადაც ამას ბარსაში ათამაშებენ იქ პედრიც ჯობს და გავიც და საყრდენზე ბუსკეცს დე იონგი კი არა მაკელელე რო გაახალგაზრდაო ეგეც ვერ ამოაგდებს… კესი მაგარი შენაძენია და ვფიქრობ დე იონგზე გაცილებით უკეთ მოერგება ბარსას..

  • El pistolero 9
    schedule 23 მაი 2022, 17:05

    ბარსას ძირითადის დონე არცერთი არაა ამათგან ჩემი აზრით. ჯერ არცერთს არაფერი დაუმტკიცებია. ანუ ფრენკი თუ წავიდა სათანადო შემცვლელის მოყვანის იმედი არ უნდა გვქონდეს. იმედია ვცდები

  • VanillaSoul
    schedule 23 მაი 2022, 17:04

    არაა დე იონგი ერთ საყრდენიანი სქემის კაცი. უსუსტესია დაცვაში და პრესინგზე მარტო და შეტევაშიც ვერ მიდის კარგად და თავისუფლად, როცა თავისნაირი სწრაფი და შავი სამუშაოს შემსრულებელი საყრდენი არ უდგას გვერდზე. გაუშვან უნდა ცოდოა ესეც და ბარსაც ცოდოა ამის შემყურე. სანამ რამე ფასი აქვს, უნდა გაუშვან…