Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” პრესეზონის ჩატარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში აპირებს.
ამავე წყაროს ცნობით, “ბარსა” ამერიკული ტურნეს განმავლობაში რამდენიმე ამხანაგური მატჩის გამართვას გეგმავს, სავარაუდო მეტოქეები კი მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან.
შეხვედრების ჩატარება ივლისის ბოლოსთვის იგეგემება, თუმცა, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
შევახსენებთ, კატალონიურ გრანდს 1 ამხანაგური მატჩი უკვე ჩანიშნული აქვს – 25 მაისს, სიდნეიში “ბარსელონა” ავსტრალიის A ლიგის ვარსკვლავებს დაუპირისპირდება.




ამერიკაში დესტმა დაპატიჟა?
აბა ტურნეებისთვის სცხელათ სულ , ისე ფულის პონტში თორე უაზრობაა