workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესს ბარსელონაში დეკემბრამდე დარჩენა სურს

დანი ალვესს ბარსელონაში დეკემბრამდე დარჩენა სურს

დანი ალვესს “ბარსელონასთან” კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულში ეწურება და მისი მომავალი ჯერ გადაწყვეტილი არაა. ფეხბურთელის სურვილი საჯაროდ ცნობილია – მას დარჩენა სურს, თუმცა ბორდში ერთსულოვნება არაა.

Goal-ის ინფორმაციით, 38 წლის ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, მას კლუბში მინიმუმ დეკემბრამდე დარჩენა სურს. ბრაზილიელის მიზანი ზამთარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია და უნდა, ეს “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში გააკეთოს.

წყაროს თანახმად, მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ, მუნდიალის შემდეგ კი მოლაპარაკების მაგიდაზე კიდევ ერთხელ დასხდებიან და ალვესის მომავალს განიხილავენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • Albicelecte
    schedule 16 მაი 2022, 19:53

    ციტატა: M10 S9 D11
    ზამენაზე უნდა გადაჯდეს


    ზის კიდევაც, მაგრამ ვინ აცალა რომ?
    ცალკე დესტი ჯერ გამორეალმადრიდდა, მერე დაილეწა; რობერტო კიდევ უარესად, მინგესაზე ხომ საუბარი არაა;
    ჰოდა მოუწია სირბილი ამ ბაბუაკაცს

  • shu1987
    schedule 16 მაი 2022, 19:45

    ჩემი აზრით თუ ვინმე ნორმალურს მოიყვანენ მაინც უნდა დარჩეს ერთი სეზონი სკამზე არ აქვს პრეტენზია პოზიტივია ტიპი და კაპიკები აქვს არ წუწუნებს.

  • SHOTADEPAY9
    schedule 16 მაი 2022, 19:18

    კარიერას თუ ბარსაში დაასრულებს კარგი იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 16 მაი 2022, 19:04

    ზამენაზე უნდა გადაჯდეს

  • nika 54
    schedule 16 მაი 2022, 18:45

    ხელფასი არ მოითხოვოს გაზრდილი და დეკემბრამდე იყოს, ჩავის დაცვის თავიდან აწყობა მოუწევს და ამის დახმარება ნამდვილად დასჭირდება.

  • .Gladiator.
    schedule 16 მაი 2022, 18:21

    ხელფასს მაინც არ იღებს და რატო არ უნდა დავიტოვოთ

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 მაი 2022, 17:54

    ნახევარი სეზონი ან მთელი თუნდაც არაუშავს, იყოს სკამზე, ძალიან კლასნია და გასახდელში მშვენიერ ატმოსფეროს ჰქმნის