ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელით, ბერნარდუ სილვათი ინტერესდება.
ახლა კი, კატალონიური გამოცემა Mundo Deportivo ხსნის, თუ რატომაა მისი შეძენა ჩავი ერნანდესის გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი.
წყაროს ცნობით, ჩავის ორი შიდა ნახევარმცველის ყოლის იდეა ხიბლავს – ერთი მათგანი პედრის სახით გუნდს უკვე ჰყავს, მეორე კი, შესაძლოა, სწორედ ბერნარდუ იყოს.
ჩავის ახსოვს ის დრო, როცა ასეთი ტაქტიკით მოთამაშე პეპ გვარდიოლას “ბარსა” მსოფლიოში დომინირებდა, ამას კი 2 ნახევარმცველით ახერხებდა: ერთი თავად ჩავი იყო, მეორე – ანდრეს ინიესტა, ხოლო საყრდენის პოზიცია სერხიო ბუსკეტსს ეკავა.
პედრის სახით “ბლაუგრანას” ინიესტას ტიპის შუახაზელი უკვე ჰყავს, მაგრამ, ფრენკი დე იონგი არც ჩავის ჰგავს და არც ინიესტას – კლუბი სილვას შეძენაზე სწორედ ამიტომ დაფიქრდა.
“მანჩესტერ სიტი”, რომელიც დომინირებს და შეტევის განსაკუთრებული სტილი აქვს, სწორედ მსგავსი სისტემით თამაშობს და ჩავსაც სურს, გუნდის ასეთი ტაქტიკით გაყვანის შესაძლებლობა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ამ სისტემას, ალექსია პუტელიასისა და აიტანა ბონმატის წყალობით, “ბარსას” ქალთა გუნდში ვხედავთ.
ჩავის ისეთი ნახევარმცველები უნდა, რომლებსაც ბურთის დაჭერა, მჭიდრო სივრცეებში თამაში, ცენტრში პასის გაკეთება და გოლების გატანა შეუძლიათ – ნახევარმცველები, რომლებიც, ბურთზე წასვლის ნაცვლად, მას ხაზებს შორის დაელოდებიან და გამოიყენებენ.
ბერნარდუ სილვამ “მანჩესტერ სიტის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა. მას ლა ლიგაში თამაში სურს. გარდა ამისა, პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც “ბარსასთან” შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და კატალონიელთა წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
27 წლის ფეხბურთელი ნამდვილად “ბარსელონას” რადარზეა, მაგრამ, ჯერ არაფერი დაწყებულა. ყველაფერი სატრანსფერო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებზე, დე იონგისა და ბერნარდუს სურვილებსა და “ბარსასა” და “სიტის” გეგმებზეა დამოკიდებული.
როგორც MD იტყობინება, ფრენკი დე იონგის გაყიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილება, თუ კლუბი უფრო მაღალი დონის მოთამაშის მოყვანას შეძლებს.




სამწუხაროდ კლუბის წილი ჩვენ არ გვეკუთვნის თორე მივყიდოთ
მემგონი რაღაც გეშლებათ , ფრენკი ვალვერდეს მწვრთნელობის დროს , ჯერ კიდევ აიაქსის მოთამაშე იყო და 2020 წლის ზაფხულში შეუერთდა გუნდს , ასე რომ ფერმერთან და მეყვავილესთან ჰქონდა შეხება და რაც იცოდა ისიც დაავიწყეს , ჩავის ხელში ბევრად კარგად გამოიყურება და გუნდზე თუ ვფიქრობთ , მისი გაშვება შეცდომაა . უმტიტს და ლენგლეს ტოვებდე და ბრეითვეიტსა და დემბელე ტრაორესს გუნდში და ფრენკის უშვებდე , ამას მხოლოდ ლუზერი მმართველობა გააკეთებს და შეუძლია ლაპოს გააგრძელოს , ისე დაიკარგა , რეებს ხლართავს კაცმა არ იცის , დიდი ეჭვი მაქვს მაგას კლუბი ადარდებდეს საერთოდ , თავის მართველობის გასახანგრძლივებლად აკეთებს ყველაფერს , მესიც იმიტომ მოიშორა , ნახა რაც გაუკეთა პრეზზიდენტს , შეეშინდა ბართოს ადგილზე , თვითონ არ აღმოჩენილიყო , ასე კი მესის თვითონ აღარ ენდომება მოსვლა , სანამ ეს აქ იქნება ! და კიდევ , დიდი ბაქიბუქით რომ დაიწყო აინტრახთან შეხვედრის გამოძიება , რაო კვალი დაიკარგა , რადგან ჩემამდე მოვიდავო ? არ კონტრაქტებზე აღარ ისმის არაფერი , სახელფასო ბალანსიც ისევ უარყოფითია , მგონი ჯობია , ლივერპულივით მივყიდოთ გუნდის 49% ისეთს ვისაც ფეხბურთის უყვარს და ფულიც არ აკლია , რა წააგო ლივერპულმა მაგით . ამ სააქციო საზოგადოებით კლუბი გაკოტრებამდე მივა საბოლოვოდ და თანაც პასუხისმგებელიც არავინ არ არის , ჩვენი ხელისუფლებასავით არიან , ბიუჯეტის ფულს როგორც უნდათ ისე ხარჯავენ და ვალები ჩვენ უნდა ვიხადოთ .
პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეშია, რომელსაც "ბარსასთან" შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და კატალონიელთა წარმომადგენლებს რამდენიმე დღის წინ შეხვდა.
ნუ რადგან ჟორჟე მენდესს ბარსასთან კარგი ურთიერთობა ქონია, ჩათვალეთ მოგვიყვანია. როგორც ჰოლანდი, რაიოლაც ლაპორტას ძმაკაცი იყო.
კი ბატონო კოუს, გრიზის და დემბელეს ყიდვა იყო არასწორი და უეკუოდ დაკარგული თანხა. ნეიმარში აღებული ფულით 160-180 მილიონად შეიძლებოდა მბამპეს ყიდვა და როგორ მახსოვს შეკოგვთავაზეს კიდეც, მაგრამ დედა უხსენებელმა ბართომეუმ ადგა და კოუ და დემბელე მოათრია. არადა მბამპე რომ გვეყიდა მესი-სუა-მბამპეს ტრიო დამიჯერე მინიმუმ 1 ლიგას მაინც დადებდნენ, აბა ესპანეთს ისედაც იგებდნენ. მბამპეს არ ყიდვა იყო დიდი შეცდომა, მერე ადგა მბამპე და ჯერ იჯარით წავიდა პსჟ-ში და შემდეგ წელს გამოისყიდეს მგონი 180 მილიონად. არადა ჩვენ ეგრევ რომ შეგვეთავაზებიმა 160 ეგრევე მოგვცემდნენ.
ისტორიულად ბარსას ყოველთვის ერხეოდა, როდესაც გადადიოდა ვარსკვლავების ყიდვაზე და ყურადღებას არ აქცევდა ლა მასიას. ამიტომ ფეხბურთელებში უაზროდ თანხების ყრას ჯობია გავიჭირვოთ 2-3 წელი და არ არსებობს ბარსამ სერიოზული შევსება არ მიიღოს ფილიალიდან.
კი მაგაში გეთანხმები რომ ვარსკვლავებში უაზროდ ბევრს ხარჯავენ და ლამასიას ყურადღებას აღარ აქცევენ , უბრალოდ არ მესმის ფრენკის დონის ფეხბურთელი იყიდო და სხვა პოზიციაზე ათამაშო და შემდეგ ამის გამო გააკრიტიკო , ფეხბურთი მხოლოდ გოლები და ასისტები არაა , უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვა რაღაცებს და რატომღაც ამას ყურადღებას არ აქცევენ შეფასებისას და მხოლოდ სტატისტიკას ეყრდნობიან რაც სისულელეა , დრო გვიჩვენებს რა და როგორ იქნება მაგრამ ბუსკეცს უკვე ჭირდება შემცვლელი რადგან უამრავი შეცდომა აქვს ზონებში გადაადგილებისას , სივრცის შევსებისას და ფრენკი უკვე უნდა მდგარიყო მის პოზიციაზე მაგრამ ბუსკეცს როგორ დასვამენ სკამზე? არ შეიძლებ
ფრენკი საყრდენზე ვალვერდემაც სცადა და კუმანმაც და ორივესთას იმდენად ცუდი იყო რო 5-6 მატჩზე მეტი არც კი ანდეს ეგ პოზიცია. ფრენკი საყრდენზე კარგია ორ საყრდენიან სქემაში და ჰოლანდიაში ჩანს ეგ ყველაფერი. არაა ფრენკი ბარსას სტილის ფეხბურთელი და ვერასდროს ვერ იქნება. კესი ნახე რამდენად უკეთესი იქნება, აგერ მე და აგერ შენ. ჯანიანი როა მაგიტომ რომ არ მოგწონს მეუცნაურება ძაან.
ჯანიანი როა მაგიტომ არა , უბრალოდ თვისებები , სივრცის აღქმა , მოედნის ხედვა , ტემპის კონტროლი , ზონებს შორის გსდაადგილება და პასები , მგონია რომ ნაკლებად აქვს , რაშიც კარგია არის პრესინგი , ორთაბრძოლები , სტამინა , ჯანი , მაგრამ საკმარისი არაა იმისთვის რომ ბარსას ძირითადი ჩამშლელი იყოს , თორე არ ვამბობ რომ ცუდია , მივესალმები კიდეც უბრალოდ არა ძირითადისთვის , არამედ გეგმა ბ სთვის
უბრალოდ , რატომღაც ნახევარდაცვა ბევრს გონია რომ ერთი პოზიციაა და იდეაში ბევრად მეტია , მარტივი მაგალითისთვის ფრენკის 6 იანზე ან 8 იანზე დაყენება ნიშნავს რომ ლევანდოვსკი ფლანგზე ათამაშო , ანუ ნახევარმცველი მინიმუმ სამ კატეგორიად იყოფა და კიდევ უფრო მეტადაც , ინიესტას და ხავის რომ ადგილები გაეცვალათ მივიღებდით ძალიან ცუდ შედეგს , მიუხედავად იმისა რომ ორივე ცენტრში უნდა მდგარიყო და ნახევარმცველი უნდა ყოფილიყო , ბუსკეცი რომ 8 იანზე ავწიოთ რა მოხდება? სისულელეა ხო? ხოდა 2-3-4-5 თამაში ასე იძულებით რომ ბუსკეცი დავასვენოთ , ტრავმირებულია ან რამე და მოდი ფრენკი დავყენოთ არ შეიძლება