AS-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში, ჟერარ პიკეს კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა – მას მოედანზე დასაბრუნებლად მინიმუმ 1 კვირა დასჭირდება.
ამავე წყაროს ცნობით, 7 მაისს, “ბეტისთან” პიკეს თამაში პრაქტიკულად გამორიცხულია და, ამასთან, 3 დღის შემდეგ, “სელტას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობაც საეჭვოა.
ვეტერანი მცველი “მალიორკასთან” გამართული შეხვედრის 28-ე წუთზე იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

მოკლედ სიტუაცია ასეთია, სევილია ვილიარეალს ხვდება, ატლეტიკო კი რეალს. ატლეტიკომ უკვე ჩემპიონ რეალს რომც მოუგოს მაინც ვერ გვეწევა 5 ქულით ვასწრებთ, აი ვილიარეალი რა ხასიათზე იქნება ლივერპულის შემდეგ ძალიან საინტერესოა. ევროპა ლიგისთვის თუ უნდა ბრძოლა აუცილებლად უნდა მოუგოს, მაგრამ ფრეც რო გაუგოროს სევილიას მაშინ ჩვენ წაგების შემთხვევაშიც კი ვრჩებით მე-2 ზე. რა დრო დადგა, ბეტისთან წაგების ვარიანტს რო ვიხილავთ. მოკლედ არის შანსი მეორე ადგილის შენარჩუნების და ამისთვის ფრე მაინც გვინდა. პიკესთან ერთად თუ უმაგისოდ.
ჩავიმ თქვა პიკე , ბუსკეცი , ალვესი და ალბა კვირაში 1 მატჩზე მეტს არ ითამაშებენო. გარსიას და ლენგლეს შემყურე პიკე სულ თამაშობდა. ბუსკეცის გარეშე გუნდის ნახ. დაცვა წარმოუდგენელია და ალბას შემცვლელი არაგვყავს გუნდში. კიდეკაი ბუსი და ალბა ტრავმებს არ იღებენ.
არადა ძაან კარგი სეზონი ჰქონდა,რომ არა ტრავმები
მემგონი ამისი კარიერის ბოლოც მოვიდა, აშკარაფ ვეღარ უძლებს დატვურთვას,, ბევრი ტრამვენი აქვს უკვე, არადა კარგი იყო წელს, ახლა კიდე გარსიას ყურება მოგვიწევს, მთავარია ლენგლეს ყურება არ მოგვიწიოს
რის გამო დაიზიანა მყესი
ისე რომც მოასწროს გამოჯანმრთელება სულ აღარ უნდა ათამაშონ ამ სეზონში, შარშანდელი ტრავმიანობა გამოყვა ამ სეზონშიც და ყველა თამაშს დისკომფორტით ამთავრებდა პრაქტიკულად. თან პიკეს წასვლის მერე არაუხოს მოუწევს დაცვის ლიდერობა და ჯობია აქედანვე მიეჩვიოს.