“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა “მალიორკას” დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ სამწუხაროდ გოლი გავუშვით. ამის გარდა, მათ ბევრი შანსი არ შეუქმნიათ. ეს გამარჯვება გვჭირდებოდა.
ყველამ ძალიან კარგად იმუშავა.
ანსუს დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ.
პიკე ტკივილს განიცდის და დაბრუნებას ცდილობს.
მიზანი? ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებასთან ახლოს ვართ. უნდა შევხედოთ, რა მოხდება.
შედეგითა და თამაშის სურათით კმაყოფილი ვარ. ეს თამაში 3-0 უნდა მოგვეგო და ეჭვებისთვის წერტილი დაგვესვა, მაგრამ მათ ბევრი ხიფათის შექმნა მაინც ვერ შეძლეს. ეს სამი ქულა სიმშვიდეს გვაძლევს და ჩემპიონთა ლიგას გვაახლოებს.
ბურთი ბევრ არასაჭირო მომენტში დავკარგეთ. უნდა მოვუმატოთ, თუმცა შეცდომების მიუხედავად, კმაყოფილი ვარ.
ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ და “რეალს” მივულოცავ, ისინი ჩემპიონები საკუთარი დამსახურების გამო გახდნენ.
ჩვენ 5 თამაში დაგვრჩა, რომლებშიც ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ვიბრძოლებთ და მოგება ძალიან მნიშვნელოვანია.
ანსუ განსაკუთრებული ფეხბურთელია. მას გოლის ალღო გააჩნია და სწორედ ამიტომ, მას 9-იანის პოზიციაზე უფრო ვხედავ. მართალია, ფატი ჯერ კარგ ფორმაში არაა, მაგრამ მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ანსუს დაბრუნება “ბარსასთვის” შესანიშნავი ამბავია.
მემფისი? მომავალზე არ ვსაუბრობ, მე აწმყოსა და დარჩენილ თამაშებზე ვსაუბრობ. მემფისმა იმიტომ ითამაშა, რომ ვარჯიშზე დიდებული იყო. მის ადგილზე ნებისმიერი მხრებს ჩამოუშვებდა, მაგრამ დეპაი არ დანებდა. ასეთი მენტალიტეტის მქონე მოთამაშეები გვჭირდება.
გავი? ის ამბობს, რომ გახსნილი თასმებით თავს კომფორტულად გრძნობს. მას გამორჩეული ხასიათი აქვს. ვიმედოვნებ, გავი კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს.
პიკე თამაშის წინ თავს კარგად გრძნობდა. მან მატჩი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა. ჟერარს ლიდერობისთვის მადლობას ვუხდი. გუნდს ის სჭირდება. როდესაც პიკე თამაშობს, უფრო უსაფრთხოდ ვართ.
ფერანის გამო არ ვღელავ, რადგან ის გოლებს მაინც გაიტანს. მან გოლები უკვე შეაგდო და ასისტებიც გააკეთა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ფრენკის ვუთხარი, რომ მუდმივად განსხვავება უნდა შექმნას. ვუთხარი, რომ მისი დონის ფეხბურთელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა.
ჩვენ ორი მიზანი გვაქვს. პირველი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა, რაც ფინანსურ სარგებელსაც მოგვიტანს, ხოლო მეორე – დარჩენილი თამაშების მოგება.
ფანებს “კამპ ნოუზე” მოსვლის უფრო მეტი მოტივაცია უნდა მივცეთ, მაგრამ ვფიქრობ, დადებითი შეგრძნებაა იმის ნახვა, თუ როგორ გვამხნევებენ ისინი.




ხავი გააკუე და გაეკიდე.სანამ ტორესი და რაფინია გეყოლება.მითუმეტეს ძირითადში.ასე იქნება სულ.გაასხმევინე ორთავეს.
რაიო, ინიგომ კარგად ითამაშაო?! ინიგოს ამხნევებს ამ სიტყვებით თუ მარათალს ამბობს?! მაოცებს ეს კაცი.
ჩვენ ხუთმცველიანი სისტემის წინააღმდეგ შანსები შევქმენით. "სელტას" სამი გოლი გავუტანეთ, "მალიორკას" – ორი. არ ვფიქრობ, რომ შეტევაში პრობლემა გვაქვს, უფრო პირიქით.
ელაპარაკე ეხლა ამას,თურმე შეტევაში პრობლემა არ გვქონია, პრობლემა შეტევაშიც იყო, დაცვაშიც და მეკარეც საერთოდ ამ ბარდაკს აყვა ინსტიქტურად.
ვფიქრობ ხავის ამ თამაში არანაირი დანაშაული არ მიუძღვის .. დააასვენა ფეხბურთელები და რომ დაჭირდა ყველა გამოიყვანა რაც შეეძლო.. რაქნას რომ ორი უაზრო გოლი გავუშვით და ორჯერ გვქონდა ერთ ერთზე შანსი და ტორესმაც და რაფინიამაც ვერ გამოიყენეს და რაქნას რომ პენალტს არ გვიდებენ.. მოკლედ ეს თამაში მოსაგები იყო რომ არა პატარა ჩავარდნები შეტევაშ თუ დაცვაში .. ამ შემთხვევაში არ ვამტყუნებ.. გუნდი ვითარდება და ეგ მახარებს.. დალშე მომავალი გვიჩვენებს. ჯერ არაფერი საგანგაშო არაა . დიდი შანსია ისევ პირველზე ვიყოთ
ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ კაცს თავისი დამსახურებების გამო და სულ თავს ვიკავებ ნეგატიური კომენტარებისაგან, მაგრამ მაგიჟებს ასეთი განმარტებები, თითქოს ყველაფერი წესრიგშია და საფიქრალი არაფერია. გამოდის, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს ბარსას თამაში ეს მცდარი შეხედულებაა და მარტო ჩავის აზრია სწორი, რომ გუნდი კარგად თამაშობს. საზიზღარი მატჩები იყო როგორც სელტასთან, ასევე მალიორკასთან, და თუ ღრმა აუტსაიდერებთან ასე თამაშობენ, ვშიშობ სერიოზულ გუნდებთან ვერაფერს გახდებიან. სასიზღარი და მოსაწყენი საყურებელია ბარსას თამაში. არანაირი ტაქტიკა არ ჩანს, გუნდი მკვდარია როცა ერთი გოლით იგებს, მკვდარია როცა 1:2 აგებს და მკვდარია როცა ფრეა 2:2. იმის მაგივრად რომ ბოლ 5-7 წუთი ძალიან ძლიერ პრესინგზე გადავიდნენ და ბურთი შეტენონ კარებში, დასეირნობენ, თითქოს 5:0 იგბენ. ძალიან უსუსურ ფეხბურთს თამაშობს ბარსა და სამწუხაროდ ეს ჩავის დამსახურებაა. იმის მაგივრად რომ შეეჭამათ მალიორკა და მიუხედავად რეალის დღევანდელი უეჭველი გამარჯვებისა, შეინარჩუნებინათ ლიდერობა, მალიორკას შეაჭმევინეს თავი, მატჩი ჩააგდეს და ისევე მდევრის პიზიციაზე გადავლენ. მაგრამ ეხლაც შევიკავებ თავს ნეგატივისაგან და იმედს გამოვხატავ, რომ სიტუაცია გამოსწორდება, მაგრამ ასეთი მატჩები კლავენ იმედებს…..
როცა იცი რომ რთული თამაში გელის და მომენტებს ვერ შექმნი, მაშინ იმაზეც უნდა იფიქრო რო გოლიც აღარ გაუშვა, თანაც 2 და 3 :)) 2 მატჩში 5 გოლის გაშვება ლალიგის ბოლო ადგილოსნებისგან, განგაშის ზარიც აღარაა უკვე, ჩამოქცეულ ჩამომხობილი დაცვის რგოლია..
რაც შეეხება გოლებს, საერთოდ არ იყო მარტინესი არაუხოს ტანდემის (მიუხედავად ცუდი თამაშისა) ბრალი. 2ივე გოლი ერთწილად ტერ შტეგენის სინდისზეა და მეორე წილი ნახევარდაცვის მოლაბზულ მოუწესრიგებელი მოქმედების. მთლიანობაში ყველა დამნაშავეა თავისწილ, მაგრამ აქ პირველ რიგში ჩავის არ ქონია არაფერი ანალიზი სელტასთან 8 წუთიანი მონაკვეთის გარდა გამოტანილი. ზუსტად იგივე ხორიალა და ქაოსი იყო მთელი თამაში. უბრალოდ ის 8 წუთი ვეღარ დავიჭირეთ, რადგან ფელიში ლევანდოვსკის არ ეყოთ დრო მოედანზე და + ჟოაუს ქონდა საშინელი მატჩი.
ყველაზე დიდი შეცდომა იყო ინიგოს და არაუხოს ერთად დაყენება ერთი პირველად იყო ძირითადში ერთI ახალი მოშუშებული ესეთი რაღაცეები უნდა გათვალონ შტაბში. რაფინია და ტორესი არარიან მაღალი დონის ფეხბუღტელებიდა გამოჩნდა გუშინ რაცქ ქნეს გუნდოგანი ვაბშე სხვაგანაა რომეუ საერთოდ საიდან მოხვდა აქ ვერვიგებ საზიზღარია ჩვეულებრივად. კარგი ვინგერი საშვალო მარცხენა მცველი ძალოან კარგი საყრდენი და ახალგაზრდა ახალი იდეებით შეპყრობული ყვერებიანი მწვრთნელი გვჭირდება და შეიძლება თამაში