დღეს ლატვიის ქალაქ რიგაში ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართა. გადამწყვეტ მატჩში ზედიზედ მეორედ ერთმანეთს “ბარსელონა” და პორტუგალიური “სპორტინგი” დაუპირისპირდნენ.
შარშან დაძაბულ ბრძოლაში “სპორტინგმა” იმდროინდელი ჩემპიონი “ბარსელონა” 4-3 დაამარცხა. ამჯერად მოქმედი ჩემპიონი “ბარსამ” დაამარცხა, რომელმაც რევანში ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე აიღო – 2-0 პირველ ტაიმში, 2-0 მეორე ტაიმში და საბოლოო ჯამში 4-0.
“ბარსელონა” ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მეოთხედ გახდა (2012, 2014, 2020 და 2022). ამაზე მეტჯერ, 5-ჯერ ეს ტურნირი მხოლოდ ასევე ესპანურ “ინტერს” მოუგია.
ეს 2021/22 წლების სეზონში “ბლაგრანას” პირველი ჩემპიონთა ლიგაა. კარგი შანსი გვაქვს კიდევ 3 მთავარი ევროპული ტიტული მოვიგოთ – ქალთა ფეხბურთში, კალათბურთსა და ხელბურთში.
ფუტსალის გუნდს კი კარგი შანსი აქვს, წელს ტრებლი მოიგოს. “ბარსამ” ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას უკვე მიაღწია, ქვეყნის ჩემპიონატში კი ჯერჯერობით საუკეთესოდ გამოიყურება.




ერთი პირველ გუნდს არ დაადგა საშველი რა.
საუკეთესო კლუბზე უბრალოდ პრეტენზიასაც არავის უტოვებენ ბარსას სახელით მოთამაშეები. პროსტა მთავარი გუნდი მოისუსტებს ცოტა ამ ბოლოს. გამოსწორდება ესეც❤️✊
საუკეთესო ბრენდი❤️💙❤️💙